ჩვენი კამპანია

ჩვენ ვართ გაფანტული სკლეროზის რეზისტენტები.

ჩვენი მიზანია გაფანტული სკლეროზის მავნე ზეგავლენის შემცირება ჩვენს ცხოვრებაზე. 

ჩვენ ვარსებობთ გაფანტულ სკლეროზთან ერთად.

ჩვენ შევიკრიბეთ, რათა გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს - „ერთად ერთმანეთისთვის”.

ჩვენ ვარსებობთ, რათა ერთად დავწეროთ ახალი  წიგნი, გაფანტულ სკლეროზთან თანაცხოვრების ახალი წესების შესახებ. 

ჩვენი კამპანია ეხმარება გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს, შეინარჩუნონ თავიანთი ცხოვრების წესი.

სწორი მკურნალობისა და მიდგომების შედეგად, გაფანტულ სკლეროზთან „თანაცხოვრება“ შესაძლებელია დაავადების ყველა ეტაპზე.

რა არის გაფანტული სკლეროზის გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა? დაავადების შესახებ ყველაფრის ცოდნა.

მართალია, გაფანტული სკლეროზი პროგრესირებს, მაგრამ ჩვენი ცოდნის ამაღლების სიჩქარე უნდა აღემატებოდეს მის განვითარებას.
სწორედ ამიტომ, შევქმენით ვებ გვერდი, რათა დროულად მიიღოთ საჭირო ინფორმაცია.

რათა მუდმივად იყოთ მომზადებული თქვენს მკურნალ ნევროლოგთან, ოჯახის წევრებთან, საზოგადოებასთან შეხვედრისთვის.

გაფანტული სკლეროზი შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების ნაწილი, მაგრამ არ მისცეთ მას უფლება შეცვალოს თქვენი ცხოვრების წესი.

ჩვენ ვართ გაფანტული სკლეროზის რეზისტენტები

ჩვენი მიზანია გაფანტული სკლეროზის მავნე ზეგავლენის შემცირება ჩვენს ცხოვრებაზე. 

დროა თავად ვმართოთ ჩვენი ცხოვრება.

ახალი გამოკვლევები. ახალი აღმოჩენები. ახალი პერსპექტივები.