კონფიდენციალობის პოლიტიკა

false

კომპანია როშის განცხადება  „ონლაინ“ კონფიდენციალობის შესახებ

გმადლობთ ჩვენი ვებგვერდით სარგებლობისთვის და ელექტრონული ფოსტით ურთიერთობისთვის.

როშში მიგვაჩნია, რომ ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა კონფიდენციალობის დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანი, ხოლო თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით სათუთია. ამიტომ,  ჩვენ შესაბამისი ნაბიჯები გადავდგით მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის მსოფლიო მოთხოვნების საპასუხოდ. ჩვენ თქვენს მონაცემებს ვეპყრობით  ''პირადი მონაცემების დაცვის თაობაზე როშის დირექტივები''-ს მიხედვით, რომლებიც ეფუძნება და ევროკავშირის, შვეიცარიის და სხვა შესაბამის ადგილობრივი კანონმდებლობას, რომლებიც პირადი მონაცემების შენახვას, დამუშავებას, წვდომასა და გადაცემას არეგულირებენ.

როშის ვებგვერდები, რომლებზეც წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკაა განთავსებული და რომლებიც თქვენგან რაიმე ინფორმაციას მოითხოვენ, ამ პოლიტიკისა და  შესაბამისი კანონმდებლობის, წესებისა და მარეგულირებელი აქტების ერთგულნი არიან თქვენს შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების, შენახვისა და დაცვის დროს. ეს პოლიტიკა ვრცელდება როშის ონლაინ რესურსებიდან და კომუნიკაციებიდან (როგორიცაა ვებ-გვერდები, ელექტრონული ფოსტა და სხვა ონლაინ ინსტრუმენტები) მიღებულ პირად ინფორმაციაზე(როგორც ქვემოთ არის განსაზღვრული), რომელიც ბმულით უკავშირდება ამ პოლიტიკას. აღნიშნული პოლიტიკა არ ვრცელდება ე. წ. «offline» რესურსებიდან და კომუნიკაციებიდან შეგროვილ პირად ინფორმაციაზე გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი პირადი ინფორმაცია როშის მიერ ონლაინ რეჟიმში მიღებულ პირად ინფორმაციასთან არის კონსოლიდირებული. წინამდებარე პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე მხარის ონლაინ რესურსებზე, რომლებთაც როშის ვებგვერდები შეიძლება ბმულით უკავშირდებოდნენ. ასეთი რესურსების შინაარსსა და კონფიდენციალობის პრაქტიკას როში არ აკონტროლებს.

ჩვენ მხოლოდ პიროვნების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს ვაგროვებთ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამ ინფორმაცის გაცემაზე თანახმა ხართ. ჩვენ არ გადავცემთ თქვენს მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს მესამე  მხარეს მათი მიერ მარკეტინგული მიზნებისთვის გამოსაყენებლად გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თქვენ ამის უფლებას ღიად გვაძლევთ. ჩვენს მიერ ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში შეგროვების, გამოყენების, გადაცემისა და დაცვის მეთოდების შესახებ მეტის გასაგებად გთხოვთ გაეცნოთ წინამდებარე განცხადებას კონფიდენციალობის პოლიტიკის თაობაზე

·        რა ინფორმაციას ვაგროვებთ

·        თქვენი არჩევანი

·        უსაფრთხოება

·        მონაცემთა გამოყენება

·        მონაცემთა გაცვლა და გადაცემა

·        ბმულები სხვა ვებგვერდებთან

·        კონფიდენციალობის პოლიტიკა ბავშვებთან დაკავშირებით

·        დამატებითი ინფორმაცია ვებგვერდების შესახებ

·        ინფორმაცია ვებგვერდების ბიზნეს ან პროფესიონალი მომხმარებლებისთვის

·        კონფიდენციალობის პოლიტიკის შესახებ განცხადების განახლება

·        როშთან დაკავშირება

რა ინფორმაციას ვაგროვებთ

თქვენგან ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის შეგროვებისთვის როში ორ ზოგად მეთოდს იყენებს:

ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ

პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია:  ჩვენს ვებგვერდს შეგიძლიათ ეწვიოთ რაიმე პირადი ინფორმაციის მოწოდების გარეშე. ჩვენ მხოლოდ მაშინ შეიძლება შევაგროვოთ თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (როგორიც არის სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონს ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია), როცა თქვენ ირჩევთ ამ ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდებას. ჩვენ ასევე შესაძლოა შევაგროვოთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, როცა თქვენ ჩვენს კითხვებსა და კითხვარებს პასუხობთ.

აგრეგირებული ინფორმაცია:  რიგ შემთხვევებში, ჩვენ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვაშორებთ თქვენს საიდენტიფიკაციო ინფორმაციას და მას აგრეგირებული ფორმით ვინახავთ. ჩვენ შესაძლოა ეს მონაცემები სხვა ინფორმაციასთან კომბინირებით ანონიმური, აგრეგირებული სტატისტიკური ინფორმაციის (მაგალითად, ვებგვერდის სტუმართა რაოდენობა, ინტერნეტ მომსახურების მომწოდებლის დომენის სახელი) შესაქმნელად გამოვიყენოთ, რაც ჩვენ გვეხმარება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესებაში.

ავტომატურად შეგროვილი ინფორმაცია

ჩვენ და მესამე მხარე მომწოდებლები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ავტომატურად ვიღებთ გარკვეული ტიპის ინფორმაციას როცა კი თქვენ ჩვენთან ურთიერთობთ ვებგვერდის მეშვეობით და როცა ელექტრონული ფოსტით გვაქვს მიმოწერა. ავტომატური ტექნოლოგიები და სერვისები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ, მაგალითად, შეიძლება შეიცავდეს, ვებ-სერვერზე შესვლების შესახებ ინფორმაციას/ინტერნეტ პროტოკოლის მისამართს, ჩანაწერებს (Cookies), პატარა გრაფიკულ გამოსახულებებს (Web beacons) და მესამე მხარის აპლიკაციებსა თუ შინაარსის ინსტრუმენტებს.

ვებ-სერვერზე შესვლების შესახებ ინფორმაცია/ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი.  ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი არის ნომერი, რომელიც თქვენს კომპიუტერს ენიჭება ინტერნეტზე წვდომის დროს. ყველა კომპიუტერის იდენტიფიცირება ინტერნეტში ხორციელდება ინტერნეტ პროტოკოლის მისამართის მიხედვით, რაც კომპიუტერებსა და სერვერებს ერთმანეთის ამოცნობისა და ურთიერთ კომუნიკაციის შესაძლებლობას აძლევს. როში აგროვებს ინტერნეტ პროტოკოლის მისამართებს სისტემის ადმინისტრირებისთვის და აგრეგირებული ინფორმაციის კომპანიონებისათვის, ბიზნეს პარტნიორებისთვის და/ან კონტრაქტორებისთვის მიწოდებისთვის, რათა მათ შეძლონ ვებგვერდის ანალიზი და ქცევის შეფასება.

ჩანაწერები (Cookies).  ჩანაწერი არის ინფორმაცია, რომელიც ავტომატურად თავსდება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკში ამათუიმ ვებგვერდზე შესვლის დროს. ჩანაწერი თქვენი ბრაუზერის უნიკალურ იდენტიფიცირებას ახდენს სერვერთან. ჩანაწერი შესაძლებლობას გვაძლევს შევინახოთ ინფორმაცია სერვერზე,რათა ქსელის მუშაობა გაგიუმჯობესოთ , ჩავატაროთ საიტის ანალიზი და შევაფასოთ ვებგვერდის მუშაობა. ვებ ბრაუზერების უმრავლესობა ისეა მოწყობილი, რომ ჩანაწერების განთავსების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის ფუნქციები ისე შეცვალოთ რომ უარი თქვას ყველა ჩანაწერის მიღებაზე ან აჩვენოს როდის იგზავნება ჩანაწერი. ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ვებგვერდების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა გამართულად ვერ იმუშაოს თუ თქვენ უარს აცხადებთ ჩანაწერების მიღებაზე.

პატარა გრაფიკული სურათები (Web Beacons).   რიგ ვებ გვერდზე თუ ელექტრონულ ფოსტაზე როშმა შესაძლოა გავრცელებული ინტერნეტ ტექნოლოგია «პატარა გრაფიკული სურათები» (სხვანაირად, ''action tag" ან «"clear GIF technology") გამოიყენოს. პატარა გრაფიკული სურათები გვეხმარება გავაანალიზოთ ვებგვერდების ეფექტურობა მაგალითად ვებგვერდზე სტუმრების ან  გვერდის ძირითად ელემენტებზე შემომსვლელთა  რაოდენობის დათვლით.პატარა გრაფიკული სურათები (Web Beacons), ჩანაწერები და თვალყურის დევნების სხვა ტექნოლოგიები ავტომატურად არ მოიპოვებენ თქვენი პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემებს. თვალყურის დევნების ამ ავტომატურ ტექნოლოგიებს, ვებგვერდების სარგებლიანობის გაზრდის მიზნით, თქვენს მიერ ვებ გვერდების და/ან ინტერაქტიული ელექტრონული ფოსტის გამოყენების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თქვენ ნებაყოფლობით მოგვაწოდებთ თქვენს საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მაგალითად, რეგისტრირებით ან ელექტრონული ფოსტის გამოგზავნით.

სერვისები:   ჩვენ შესაძლოა მესამე მხარის აპლიკაციებსა და შინარსობრივ ინსტრუმენტებზე , მაგალითად Google Maps ან QUARTAL FLIFE-ზე დაყრდნობით მოგაწოდოთ სერვისები როშის ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე. ასეთმა მესამე მხარეებმა შესაძლოა ავტომატურად მიიღონ გარკვეული ინფორმაცია როცა ვებგვერდზე, ასეთი მესამე მხარის აპლიკაციებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით ურთიერთობთ.

თქვენი არჩევანი

თქვენ რამდენიმე არჩევანი გაქვთ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოწოდებისგან თუ არ შეიყვანთ ამ მონაცემებს ჩვენს ვებგვერდებზე არსებულ ფორმებსა თუ ველებში და არ გამოიყენებთ არსებულ პერსონალიზებულ მომსახურებებს. თუ პირადი მონაცემების მოწოდებას ირჩევთ, აპლიკაციაზე წვდომით ყოველთვის გექნებათ უფლება ნახოთ და შეასწოროთ თქვენი მონაცემები. ზოგიერთმა გვერდმა შესაძლოა თქვენი ინფორმაციის გარკვეულად გამოყენების ნებართვა გთხოვოთ, რასაც შეგიძლიათ დათანხმდეთ ან არ დათანხმდეთ. თუ თქვენ გარკვეულ მომსახურებას ან კომუნიკაციას ირჩევთ, მაგალითად ელექტრონულ საინფორმაციო ჟურნალებს იწერთ, თითოეულ ასეთ კომუნიკაციაში მოცემული ინსტრუქციის მიხედვით ყოველთვის შეძლებთ ამ არჩევანის გაუქმებას. არჩევანის გაუქმების შემთხვევაში, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ მუშაობას თქვენი მონაცემების მოსაშორებლად, თუმცა, შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია დაგვჭირდეს თქვენი მოთხოვნის დამუშავებამდე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ჩვენს ვებგვერდზე თქვენი ნავიგაციის ანონიმურად თვალყურის დევნება, შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრები შეცვალოთ ისე, რომ არ მიიღოს ეს ჩანაწერები ან აჩვენოს როდის იგზავნება ჩანაწერი.

უსაფრთხოება

როში ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების ზომებს, წესებსა და სხვა პროცედურებს იყენებს თქვენი პირადი  ინფორმაციის უნებართვო წვდომისაგან, არასათანადო გამოყენებისგან, გამჟღავნებისგან, დაკარგვისგან ან დაზიანებისგან დაცვისთვის.

თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად როში ასევე იყენებს ინდუსტრიაში მიღებული სტანდარტის  ტექნოლოგიურ ბარიერებს (Firewalls) და პაროლებით დაცვას, თუმცა, თქვენი პასუხისმგებლობაა დარწმუნდეთ, რომ კომპიუტერი, რომლითაც სარგებლობთ საკმაოდ დაცულია ისეთი საშიში პროგრამებისგან, როგორიცაა ტროანები, კომპიუტერული ვირუსები და ვორმები.  თქვენ აცნობიერებთ, რომ უსაფრთხოების სათანადო ზომების გარეშე (მაგ.: ინტერნეტ ბრაუზერის უსაფრთხო კონფიგურაცია, თანამედროვე ანტივირუსები, პერსონალური ბარიერები (Firewalls), საეჭვო წყაროებიდან პროგრამების მოპოვებისგან თავის შეკავება) არსებობს რისკი, რომ თქვენს მიერ თქვენი მონაცემების დაცვისათვის გამოყენებული ინფორმაცია და პაროლები შესაძლოა  უნებართვოდ ხელმისაწვდომი იყოს მესამე მხარისათვის.

მონაცემთა გამოყენება

როში, მისი შვილობილი კომპანიების, განყოფილებებისა და მთელი მსოფლიოს ფარგლებში არსებული მისი ჯუგფების წევრების და/ან იმ კომპანიების ჩათვლით, რომელთაც ჩვენი სახელით სერვისების მიწოდებისთვის ვქირაობთ, თქვენს მიერ, თქვენივე არჩევანით მოწოდებულ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას თქვენი მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენებს. ჩვენ გვექნება ამ ინფორმაციის გამოყენებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა. ნაწილი ამ ინფორმაციისა შესაძლოა ინახებოდეს ან მუშავდებოდეს კომპიუტერებში, რომელიც სხვა იურისდიქციებშია განლაგებული, მაგალითად შეერთებულ შტატებში, რომლის ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ იურისდიქციის კანონმდებლობისგან, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ უზრუნველვყოფთ  რომ ქვეყანაში იყოს თქვენს ქვეყანაში არსებული მონაცემთა დაცვის ექვივალენტური მონაცემთა დაცვის გარანტია.

ინფორმაცია, რომელიც ასევე ადამიანური რესურსების მართვის მიზნებისთვის გამოიყენება (ქცევის მართვა, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები ან განვითარების ნაბიჯები) დაგვეხმარება უკეთ შევისწავლოთ თქვენი საჭიროებები და გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქცია თუ მომსახურება. ეს ჩვენ გვეხმარება თქვენთან, თქვენთვის საინტერესო მომსახურებისა და აქციების შესახებ რიგი კომუნიკაციების პერსონალიზებაში. მაგალითისთვის, ჩვენ შეგვიძლია ამათუიმ მკურნალობის საშუალებებისა თუ დაავადებებისადმი მიძღვნილ გვერდებზე სტუმრების ასაკი და სქესი შევისწავლოთ და აგრეგირებული მონაცემების ანალიზი ორგანიზაციის შიგნთ გამოვიყენოთ ან სხვებსაც გავუზიაროთ.

მონაცემთა გაცვლა და გადაცემა

როში თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას სხვადასხვა გარეშე კომპანიას და სააგენტოს უგზავნის, რომლებიც ტექნოლოგიურ მხარდაჭერას გვიწევენ ან ჩვენი სახელით ასრულებენ სხვადასხვა ბიზნეს ტრანზაქციას, მაგალითად ემსახურებიან კლიენტებს, გზავნიან მარკეტინგულ კომუნიკაციებს ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ. ჩვენ შესაძლოა თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს შვილობილ კომპანიებსა და კომპანიონებს. ყველა ასეთ კომპანიას და აგენტს მოეთხოვება კონფიდენციალობის ჩვენეულ ი პოლიტიკის დაცვა.

ჩვენ ასევე შეგვიძლია პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამჟღავნება შემდეგი მიზნებისთვის:

ა) აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებული  გვერდის საქმიანობის გაყიდვის, გამოყოფის ან სხვა მხრივ გადაცემის შემთხვევაში

ბ)ლეგიტიმური სამთავრობო უწყებების მიერ სათანადო მოთხოვნის ან შესაბამისი კანონმდებლობის, სასამართლოს ბრძანების, ან სამთავრობო რეგულაციების მოთხოვნის შემთხვევაში; ან

გ)კორპორატიულ აუდიტორულ შემოწმებასთან დაკავშირებული საჭიროების ან საჩივრის ან დაცულობასთან დაკავშირებული საფრთხის გამოძიებისთვის თუ პასუხისთვის გაჩენილი საჭიროების შემთხვევაში.

მესამე მხარის მიერ პირდაპირი მარკეტინგისთვის გამოყენებისგან დაცვა.   ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით  მოწოდებულ თქვენი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ჩვენ არ მივყიდით მესამე მხარეს პირდაპირი მარკეტინგისთვის გამოსაყენებლად გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის შესახებ ღიად შეგატყობინებთ და თქვენგან ასევე ღია თანხმობას მოვიპოვებთ თქვენი მონაცემების ამგვარად გადაცემის თაობაზე.

მეგობრისთვის ან კოლეგისთვის გადაგზავნა.  როშის ვებგვერდის ზოგიერთ გვერდზე გაქვთ შესაძლებლობა ბმული ან მესიჯი თქვენს მეგობრებს ან კოლეგებს გაუგზავნოთ და როშის ვებგვერდზე გადაამისამართოთ.  ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელსაც მეგობრისთვის უთითებთ, თქვენი სახელით თქვენი მეგობრისთვის ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენება და როში თუ სხვა რომელიმე მესამე მხარე ამ ინფორმაციას არ შეაგროვებს და არ გამოიყენებს სხვა დამატებითი მიზნებისთვის.

გუგლ ანალტიკსი (Google Analytic). როშის ვებგვერდებმა შეიძლება გამოიყენონ  Google Analytics,  გუგლი ინქორფორეითედის ("Google") მიერ მოწოდებული ვებ ანალიტიკური სერვისი.  გუგლ ანალიტიკსი იყენებს ჩანაწერებს "cookies", რომელიც წარმოადგენს თქვენს კომპიუტერში მოთავსებულ ტექსტობრივ ფაილს და ეხმარება ვებგვერდებს  მომხმარებლების მიერ ვებგვერდების მოხმარების ანალიზში.  ჩანაწერების (cookies)მიერ გენერირებული ინფორმაცია თქვენს მიერ ვებსაიტის გამოყენებაზე(მათ შორის თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი) გადაეცემა გუგლს, რომელიც მას ინახავს სერვერებზე, შეერთებულ შტატებში. გუგლი ამ ინფორმაციას თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენების შესაფასებლად, ვებგვერდის ოპერატორებისთვის ვებგვერდის აქტივობის შესახებ ანგარიშის წარმოებისთვის და ვებგვერდის მოქმედებასთან და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიწოდებისთვის გამოიყენებს.

გუგლმა აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა მესამე მხარეს გადასცეს, სადაც ამას კანონმდებლობა მოითხოვს ან სადაც ასეთი მესამე მხარე ამუშავებს ინფორმაციას გუგლის სახელით. გუგლი თქვენი ინტერნეტ პროტოკოლის ინფორმაციის ასოცირებას არ მოახდენს გუგლის ხელთ არსებულ სხვა მონაცემებთან. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ჩანაწერებზე (cookies) თქვენი ბრაუზერის პარამეტრების სათანადო შეცვლით, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა როშის ვებგვერდის ყველა ფუნქცია სრულად ვერ გამოიყენოთ. როშის ვებგვერდით სარგებლობისას, თქვენ თანხმობას აცხადებთ გუგლის მიერ თქვენს შესახებ არსებული ინფორმაციის იმგვარად და იმ მიზნებისთვის გამოყენებაზე, რაც ზემოთ აღვნიშნეთ.

ბმულები სხვა ვებგვერდებზე

ჩვენი ვებგვერდები მოიცავს ბმულებს სხვადასხვა საიტებზე, რომლებიც შესაძლოა ჩვენი ვებგვერდის სტუმრებისთვის სასარგებლო ინფორმაციას გვთავაზობდნენ. კონფიდენციალობის წინამდებარე პოლიტიკა არ ვრცელდება ამ ვებგვერდებზე და ჩვენ გირჩევთ პირდაპირ მიმართოთ მათ კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის თაობაზე.

კონფიდენციალობის პოლიტიკა ბავშვებთან დაკავშირებით

ჩვენი ვებგვერდის პირდაპირ აუდიტორიას ზრდასრულები წარმოადგენენ. ჩვენ არ ვაგროვებთ რაიმე სახის პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაცის იმ პირების შესახებ, რომლებიც, ჩვენი ცოდნით 13 წლამდე ასაკის არიან მათი სამართლებრივი წარმომადგენლის წინასწარი, გადამოწმებადი თანხმობის გარეშე. ასეთ სამართლებრივ წარმომადგენელს უფლება აქვს, მოთხოვნისთანავე გადაამოწმოს ბავშვის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და/ან მოითხოვოს მისი წაშლა.

დამატებითი ინფორმაცია ვებგვერდების ესახებ

იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდს აქ მოცემულისგან განსხვავებული,  სპეციალური მოთხოვნები აქვს კონფიდენციალობასთან, ამ მოთხოვნების შესახებ იმ გვერდზე გეცნობებათ, რომელზეც პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია გროვდება.

ინფორმაცია ვებგვერდების ბიზნეს და პროფესიონალი მომხმარებლებისთვის

იმ შემთხვევაში, თუ როშთან ბიზნეს ან პროფესიული კავშირი გაქვთ, ჩვენ შესაძლოა თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე, მათ შორის სპეციალურად ბიზნეს და პროფესიონალი მომხმარებლებისთვის განკუთვნილ გვერდებზე გამოვიყენოთ თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად და თქვენთან და თქვენს მიერ წარმოდგენილ ერთეულებთან ბიზნეს ურთიერთობების განსავითარებლად. ჩვენ შესაძლოა ეს ინფორმაცია ჩვენი სახელით მოქმედ მესამე მხარესაც გავუზიაროთ.

კონფიდენციალობის შესახებ განცხადების განახლება

დროდადრო როშმა შესაძლოა გადახედოს წინამდებარე ონლაინ განცხადებას. ნებისმიერი ასეთი ცვლილების შესახებ ინფორმაცია ამ გვერდზე განთავსდება. ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება აღნიშნავს თქვენს თანხმობას როშის კონფიდენციალობის განახლებული პოლიტიკის შესაბამისად ახლად მოწოდებული ინფორმაციის გამოყენებაზე. წინამდებარე განცხადების ამოქმედების თარიღი 2005 წლის 1 ნოემბერია.

როშთან დაკავშირება

შეკითხვების ან როშის მიერ თქვენი პროფილის შეცვლის ან წაშლის სურვილის შემთხვევაში, მოგვწერეთ (ფოსტით) შემდეგ მისამართზე: [email protected] ან იხილეთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია ჰოფმან-ლა როშის წარმომადგენლობა საქართველოში

წინამდებარე განცხადება კონფიდენციალობის თაობაზე ვრცელდება კომპანია როშის ვებ გვერდებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცალსახად სხვა რამ არის განცხადებული.