სამართლებრივი შეთანხმება
გარანტიები და პასუხისმგებლობა
მიუხედავად იმისა, რომ როში მთელი ძალისხმევით ცდილობს ინფორმაცია ზუსტი და უახლესი იყოს, ჩვენ არც პირდაპირ და არც ირიბად არ ვაგებთ პასუხს, ასევე, არ გავცემთ გარანტიას წინამდებარე ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის სიზუსტესა თუ სისრულეზე, შესაბამისად, ჩვენ უარს ვაცხადებთ პასუხისმგებლობაზე წინამდებარე და მასთან მიბმული რომელიმე ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებით. როშს შეუძლია ნახსენები ვებგვერდის შეცვლა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, მაგრამ არ იღებს მისი განახლების პასუხისმგებლობას. ყველა მომხმარებელი თანხმდება, რომ ნებისმიერი წვდომა წინამდებარე ვებგვერდზე ან ამ ვებგვერდიდან ნებისმიერ ბმულ საიტზე, შესაბამისად მათს შინაარსზე და აღნიშნული ვებგვერდების, ასევე, მათი შინაარსის გამოყენება წარმოადგენს მომხმარებელთა საკუთარ რისკს. არც როში და არც სხვა რომელიმე მხარე, რომელიც ამ ვებგვერდის ან მასთან ბმული რაიმე ვებგვერდის შემუშავებაში, შექმნასა და მოწოდებაშია ჩართული არ იქნება პასუხისმგებელი არანაირი ფორმით თქვენს მიერ ამ ვებგვერდზე, მასთან ბმულ ნებისმიერ ვებგვერდზე წვდომით, მათი შინაარსის გამოყენების ან ვერ გამოყენების, ან შინაარსში ცდომილების ან შეცდომის შედეგად მოყენებულ პირდაპირ, შემთხვევით, გამომდინარე, არაპირდაპირ ან სადამსჯელო ზიანზე.
მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს შეთავაზებას ან შუამდგომლობას
წინამდებარე ვებგვერდზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს როშის აქციების შესყიდვის ან ფლობის, მათით ვაჭრობის ან მათში რაიმე ტრანზაქციების განხორციელების შეთავაზებას ან შუამდგომლობას. საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების დროს ინვესტორები ამ ინფორმაციას არ უნდა დაეყრდნონ.
მომავალთან დაკავშირებული ინფორმაცია
წინამდებარე გვერდმა შესაძლოა მოიცვას მომავალთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასეთი ინფორმაცია ბევრ მნიშვნელოვან არაპროგნოზირებად, მათ შორის სამეცნიერო, ბიზნეს, ეკონომიკურ და ფინანსურ ფაქტორზეა დამოკიდებული და შესაძლოა, რომ ფაქტიური შედეგების დადგომის დრო პროგნოზირებულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.
ბმულები
წინამდებარე ვებგვერდზე მესამე მხარის ვებგვერდების ბმულები მხოლოდ კომფორტისთვის არის განთავსებული. ჩვენ არ გამოვხატავთ რაიმე აზრს რომელიმე მესამე მხარის ვებგვერდის შინაარსთან დაკავშირებით და ცალსახად ვაცხადებთ, რომ არ ვართ პასუხისმგებლები რომელიმე მესამე მხარის ინფორმაციაზე და მის გამოყენებაზე.
სავაჭრო ნიშანი
ყველა ნახსენები სავაჭრო ნიშანი არის როშის ჯგუფის რომელიმე წევრის მფლობელობაში ან მისადმი ლიცენზირებული.
საავტორო უფლება
როშის ვებგვერდს და მასში მოცემულ ან ნახსენებ ინფორმაციას მხოლოდ საინფორმაციო მიზანი აქვს. მკაცრად არის აკრძალული მისი რაიმე სახით რეპროდუქცია, განმეორებით გადაცემა ან სხვაგვარად გამოყენება. წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის რეპროდუქციის შესახებ მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს როშს.