პრეპარატის ჩვენებისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინების გარდა, თქვენ უნდა ფლობდეთ ინფორმაციას მიღების წესის შესახებ და იცოდეთ, რამდენად ერგება ის თქვენი ცხოვრების წესს. დღეს არსებული დიდი არჩევანიდან, თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ მკურნალობა, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს არა მხოლოდ თქვენი ცხოვრების წესს, არამედ თქვენი მომავალი ცხოვრების გეგმებს- რამდენად ხშირად გიწევთ მოგზაურობა, ცხოვრობთ აქტიური სოციალური ცხოვრებით, გეგმავთ ქორწილს და სხვა.
წინასწარ მოემზადეთ თქვენი შემდგომი ვიზიტისთვის კლინიკაში - ეს დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის მიღებაში:1
მკურნალობის დაწყებისთანავე, თქვენ იქნებით მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და გექნებათ ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა თქვენს მკურნალ ექიმთან. მნიშვნელოვანია თქვენი ნევროლოგის მიერ გაწერილი გეგმის დაცვა, რაც ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.1-3 თუ მკურნალობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით გაქვთ პრობლემები, ღიად გაესაუბრეთ სამედიცინო პერსონალს და აუხსენით, თუ რა სირთულეებს ხვდებით - ისინი დაგეხმარებიან თქვენთვის შესაფერისი მკურნალობის შერჩევაში.1,4
გაეცანით რჩევებს, როგორ მართოთ გაფანტული სკლეროზი, რათა შეძლოთ თქვენი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება.
სტატიები დაგეხმარებათ, თქვენი დაავადების მართვის გადაწყვეტილების მიღების დროს