გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მიდგომები
ისტორიულად არსებობს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ორი მიდგომა:
1. „საფეხურეობრივი“ (ესკალაციური) მიდგომა. შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია მკურნალობა დაიწყოს მსუბუქი საშუალებით და გაფანტული სკლეროზის პროგრესირების შემთხვევაში, უფრო მძლავრ მკურნალობაზე გადასვლა.
2. მკურნალობის დაწყება მაღალ-ეფექტური მედიკამენტებით. აღნიშნული მიდგომით მკურნალობის დაწყება ანელებს პროგრესირებას, იცავს თავისა და ზურგის ტვინს დაზიანებისგან და გაფანტული სკლეროზის მართვის შესაძლებლობას იძლევა დაავადების ადრეული ეტაპიდან.
გრეისი
ბოლო კვლევებითა და მიდგომით, მკურნალობის დაწყება უფრო მძლავრი პრეპარატებით, მეტად ეფექტურად ანელებს პროგრესირებას. რა თქმა უნდა, მკურნალობის შერჩევისას, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, მათ შორის გვერდითი მოვლენები, წამლის მიღების ფორმა და სიხშირე.
გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს შესაძლო მკურნალობის შესახებ, რათა შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სტრატეგია
გაფანტულმა სკლეროზმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე, მაგრამ მან არ უნდა შეცვალოს თქვენი ცხოვრება
სტატიები გაფანტული სკლეროზის შესახებ.
- Stankiewicz JM, et al. Neurol Neuroimmunol Neuroinflamm. 2020;7:e636.
- Giovannoni G, et al. Mult Scler Relat Disord. 2016;9(Suppl 1):S5–48.
- MS Society. Treatments and therapies. https://www.mssociety.org.uk/about-ms/treatments-and-therapies [accessed June 2020].