გაფანტული სკლეროზი და COVID-19

COVID-19-ის მართვის რჩევები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის

ამ გვერდზე ჩვენ განვათავსეთ ზოგადი ინფორმაცია და რჩევები COVID-19 -ის პანდემიასთან დაკავშირებით, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის. თუ თქვენ  სპეციფიური შეკითხვები გაქვთ ან გინდათ გაიგოთ მეტი, განაგრძეთ კითხვა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი სასარგებლო ბმულების გვერდს, სადაც იპოვით უახლეს ინფორმაციას პანდემიაზე და მის მნიშვნელობაზე გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის. ასევე, რჩევების და რეკომენდაციების მისაღებად, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი არ არის "ქვეყნის დასასრული". ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნო გამოწვევის გადალახვა გვიწევს. არ მისცეთ გაფანტულ სკლეროზს, თქვენი ცხოვრების მართვის უფლება.

გრეისი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან
rmsLabelViewAuthorProfile

COVID-19 ინფექციური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სასუნთ გზებს და ფილტვებს და ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.1,2 მისი გამომწვევი არის ვირუსი, კერძოდ ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელიც იდენტიფიცირებული იქნა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში. ამჟამად იგი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.2,3

სახელი COVID-19  წარმოადგენს CO rona VI rus D isease 20 19 - ის (კორონავირუსული დაავადება 2019) შემოკლებულ აღნიშვნას, ხოლო ტერმინი კორონა ნიშნავს „გვირგვინს“, რადგან მიკროსკოპში დათვალიერებისას, ვირუსს აქვს გვირგვინის ფორმა. 1,4 არსებობს კორონავირუსების სხვადასხვა ტიპი. ზოგიერთი მათგანი იწვევს „გაციებას“ ან სხვა მსუბუქ რესპირატორულ (ცხვირის, ყელის ან ფილტვების) დაავადებას.1,4

ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც ინფიცირდებიან COVID-19-ით, უმეტესად აქვთ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სპეციალური მკურნალობის გარეშე გაივლის.5 თუმცა ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მეტი რისკის ქვეშ არის, რომ COVID-19-ის სერიოზული სიმპტომები განუვითარდეს. მათ მიეკუთვნებიან ხანდაზმული ადამიანები და პირები თანმხლები დაავადებებით, კერძოდ:5

COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, ჩვეულებრივ სიმპტომები ვლინდება 5-6 დღის შემდეგ.7

არსებობს მონაცემები, რომ უსიმპტომო ინფიცირებულებსაც შეუძლიათ დაავადება გადასდონ სხვებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) თვალს ადევნებს მიმდინარე კვლევებს ამ სფეროში და აგრძელებს ახალი ინფორმაციის გამოქვეყნებას.8

ყველაზე ხშირი სიმპტომები7
ცხელება, მშრალი ხველა, დაღლილობა
ნაკლებად ხშირი სიმპტომები7
ტკივილები, ყელის გაღიზიანება, ფაღარათი, კონიუნქტივიტი, თავის ტკივილი, გემოს შეგრძნების ან ყნოსვის დაკარგვა, კანზე გამონაყარი, მტევნის ან ტერფის თითების გაუფერულება.
სერიოზული სიმპტომები7
სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი, ტკივილი ან სიმძიმე გულმკერდში, მეტყველების ან მოძრაობის უნარის დაკარგვა

თუ ამ სიმპტომებიდან რომელიმე აღგენიშნებათ,  აუცილებლად უნდა დაიცვათ ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული თვითიზოლაციის წესები. თუ გაქვთ სერიოზული სიმპტომები, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. 7,9

COVID-19 ვრცელდება (გადაედება) ადამიანიდან ადამიანს.10 ითვლება, რომ გადადება ხორციელდება პირის ღრუდან ნერწყვის წვეთების (დროპლეტები) საშუალებით ან ცხვირიდან დროპლეტების საშუალებით (ხველის და ცემინებისას).5,10 ამის გამო, ხველისა და ცემინებისას ძალიან მნიშვნელოვანია პირი და ცხვირი დაიფაროთ ცხვირსახოცით ან იდაყვით, ატაროთ პირბადე. ასევე აუცილებელია რეგულარულად დაიბანოთ ხელები წყლით და საპნით ან სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხით.9

საერთო გაიდლაინი საზოგადოების წევრებისთვის

ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად, თქვენი თავისა და გარშემომყოფთა დასაცავად იძლევა შემდეგ რჩევებს:9

·         რეგულარულად გაისუფთავეთ ხელები  წყლით და საპნით დაბანის საშუალებით, ან (თუ წყალი და საპონი მიუწვდომელია) გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო სითხე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახლის გარეთ ხელთათმანებს ხმარობთ, აუცილებელია რეგულარულად ხელების გასუფთავება, რათა დაბინძურებული ხელით არ შეეხოთ სახეს.

·        ეცადეთ ნაკლებად შეეხოთ თქვენს სახეს, თვალებს, ცხვირს და პირს

·         შეინარჩუნეთ დისტანცია სხვა ადამიანებთან  (სულ მცირე 1 მეტრი, ან ადგილობრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად)

·         ატარეთ პირბადე

·         ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

·        აიფარეთ ცხვირსა და პირზე ხველის და ცემინების დროს  იდაყვი ან ხელსახოცი (დაუყოვნებლივ გადააგდეთ ხელსახოცი) და შემდეგ დაიბანეთ ხელები. დარწმუნდით, რომ თქვენს ირგვლივ სხვებიც ასე იქცევიან

·         თუ თავს გრძნობთ ავად, ან მსუბუქი სიმპტომები გაქვთ (ხველა, თავის ტკივილი ან მცირე  ცხელება), დარჩით სახლში და თვითიზოლირდით მანამ, სანამ არ გამოჯანმრთელდებით.  იყოლიეთ ვინმე, ვინც საკვებს და სამედიცინო საშუალებებს, სჭიროების შემთხვევაში, სახლის კართან დაგიტოვებთ.

·         თუ გაქვთ ცხელება ან ხველა, ან გიჭირთ სუნთქვა, დაურეკეთ თქვენს ექიმს

·         თვალი ადევნეთ უახლეს ინფორმაციას  თქვენი ადგილობრივი ჯანმრთელობის ორგანიზაციიდან ან სხვა სანდო წყაროებიდან

·         ერიდეთ ხელის ჩამორთმევას -  ამის მაგივრად შორიდან, ხელის  დაქნევით მიესალმეთ ადამიანებს

გახსოვდეთ, თუ გაქვთ ქოშინი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და მიიღეთ სამედიცინო რჩევა.

მეტი დეტალებისა და უახლესი ინფორმაციისის სანახავად, გადადით ჯანმოს (WHO) ვებ-გვერდზე.

განაცხადი: ეს რჩევები ეყრდნობა ჯანმო-ს გაიდლაინს, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის მაისში. გაიდლაინი შეიცვლება დროთა განმავლობაში და ასევე შეიძლება იცვლებოდეს სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში.

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო ფედერაცია - MS International Federation (MSIF) ამბობს, რომ ამჟამად მწირი მონაცემებია იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას ახდენს COVID-19 გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებზე. რადგანაც რეკომენდაციები ამჟამად ემყარება ამ მწირ მონაცემებს, მოწოდებული რჩევები სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული და რეგულარულად გადაიხედოს და განახლდეს, ახალახალი ინფორმაციის მოპოვების კვალდაკვალ.2

MSIF აღნიშნავს, რომ ისევე როგორც საზოგადოების სხვა წევრები, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები, რომელთა ასაკი 60 წელზე მეტია ან რომლებსაც აქვთ თანამდევი ფილტვის ან გულის პრობლემები, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ განუვითარდეთ COVID-19-ის მძიმე სიმპტომები და გართულებები.2

ამჟამად არსებული მტკიცებულებები მეტყველებს, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები არ არიან COVID-19-ისგან სიკვდილობის გაზრდილი რისკის ქვეშ.2 მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანს მეტი რისკი აქვს, რომ COVID-19 უფრო მძიმედ წარიმართოს და დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია. ესენი არიან:2

·        ადამიანები პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით

·        60 წელზე უფროსი ადამიანები გაფანტული სკლეროზით

·        ადამიანები უნარშეზღუდულობის მაღალი დონით

·        ადამიანები გულის ან ფილტვების დაავადებით

ისევე როგორც ჯანმოს გაიდლაინი ზოგადად  მთლიანი საზოგადოებისთვის MSIF -ის რეკომენდაციაა, რომ ყველა გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანმა (და ასევე ვინც მათთან ერთად ცხოვრობს, ან ხშირად ხვდება მათ) უნდა გააკეთონ შემდეგი:2

·         ატარონ პირბადე (მისდიეთ ჯანმოს ბოლო რჩევას ნიღბის სწორი მოხმარების შესახებ) აქ

·         ერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ხალხმრავლობას

·         არ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ შესაძლებელია

·         გაიარონ სატელეფონო კონსულტაციები  ექიმთან ვიზიტის ნაცვლად, თუ შესაძლებელია

The MSIF მოგიწოდებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებმა იმოქმედონ გაიდლაინის მიხედვით რომელიც მოყვანილია ნაწილში „რა არის უახლესი რეკომენდაციები COVID-19-ზე გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებისთვის?“, რათა შეამცირონ ინფიცირების რისკი მაშინაც კი, თუ ლოკალური ქვეყნის ჩაკეტვის (ლოქდაუნის) წესები შემსუბუქებულია.2

თუ თქვენ გაქვთ  COVID-19 (საეჭვო ან დადასტურებული), ან იმყოფებოდით მჭიდრო კონტაქტში COVID-19-ით ინფიცირებულთან, დარჩით სახლში და დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს და პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერს რაც შეიძლება მალე.10

MSIF მოგიწოდებთ მოახდინოთ თვითიზოლაცია თუ გამწვავების გამო მკურნალობთ სტეროიდებით ან იღებთ დაავადების მამოდიფიცირებელ თერაპიას (დმთ).2

ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის გაიდლანინი გაფანტული სკლეროზის მქონე ბავშვების, ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისთვის.2,11

თუ თქვენ ხართ სამედიცინო პერსონალი და გაქვთ გაფანტული სკლეროზი, არ იმყოფებით ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ და უნდა გამოიყენოთ იგივე პერსონალური დაცვის საშუალებები (პდს), რაც თქვენმა კოლეგებმა.1

COViMS, რაც შემოკლებით აღნიშნავს „COVID-19 ინფექციას გაფანტული სკლეროზის და სხვა დაავადებების დროს“ (COVID-19 Infections in MS & Related Diseases), არის კოლაბორაცია სამი ორგანიზაციის - The National MS Society, the Consortium of MS Centers, და Multiple Sclerosis Society of Canada, რომლის მიზანია შეინახოს ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აზიანებს COVID-19 ადამიანებს გს-ით და სხვა ნევროლოგიური დაავადებებით.12

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ COVID-19, ან იცნობთ გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანს, რომელიც არის ინფიცირებული, დააფიქსირეთ ეს ინფორმაცია ამ ვებ-გვერდზე და დაეხმარეთ COViMS კონსორციუმს, რათა უკეთ იქნას გაგებული COVID-19-ის გავლენა გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებზე.12

თუ გაქვთ შეკითხვები თქვენი გაფანტული სკლეროზის მკურნალობისა და COVID-19 -ის შესახებ, აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, მიიღეთ მათგან დამატებითი რჩევები  და ინფორმაცია.

ზოგიერთი დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია (დმთ) მოქმედებს თქვენს იმუნური სისტემაზე რათა შეაფერხოს გაფანტული სკლეროზის პროგრესირება.13 არსებობს მწირი მონაცემები იმის შესახებ, რომ გაფანტული სკლეროზის ზოგიერთ წამალს შეუძლია COVID-19-ის გართულებების რისკი გაზარდოს, თუმცა ეს რისკი დაბალანსებული უნდა იყოს მკურნალობის შეწყვეტით ან გადავადებით გამოწვეული რისკით.2,10 რეკომენდაციები მუდმივად იცვლება და გადაწყვეტილება მკურნალობის შესახებ მიღებული უნდა იქნას თქვენი ინდივიდუალური გარემოებების და საჭიროებების გათვალისწინებით, ამიტომ მიიღეთ რელევანტური რჩევები თქვენი მკურნალი ექიმისგან.

ქვემოთ იხილეთ MSIF -ის ბოლო რეკომენდაციები დმთ-ის ჩატარების შესახებ COVID-19 პანდემიის პირობებში:2

თქვენთვის მოცემული სპეციფიური რჩევა დამოკიდებული იქნება მკურნალობის ტიპზე და თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე. თუ კითხვები გაქვთ თქვენი გაფანტული სკლეროზის მკურნალობის შესახებ, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და მიიღეთ რჩევა დაიწყოთ, გააჩეროთ თუ შეცვალოთ მკურნალობა.

კოვიდ 19 და ვაქცინაცია

ვაქცინაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ ღონისძიებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომლებიც იცავს COVID-19-სგან.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ქვეყანაში ხელმისაწვდომი COVID-19-ის ნებისმიერი ვაქცინა გაფანტული სკლეროზის მკურნალობასთან ერთად.2,3

ვაქცინის გაკეთების და გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დროში შეთავსების საკითხი უნდა გადაწყვიტოთ თქვენს მკურნალ ექიმთან ერთად.

  1. Cascella M, et al. Features, evaluation and treatment coronavirus (COVID-19). https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK554776/ [accessed 16 June 2020].
  2. MS International Federation. The coronavirus and MS – updated global advice. https://www.msif.org/news/2020/02/10/the-coronavirus-and-ms-what-you-need-to-know/ [accessed 1 July 2020].
  3. World Health Organization. WHO coronavirus disease (COVID-19) dashboard. https://covid19.who.int/ [accessed 11 June 2020].
  4. Johns Hopkins Medicine. What is coronavirus? https://www.hopkinsmedicine.org/health/conditions-and-diseases/coronavirus [accessed 10 June 2020].
  5. World Health Organization. Coronavirus: overview. https://www.who.int/health-topics/coronavirus#tab=tab_1 [accessed 19 May 2020].
  6. Centers for Disease Control and Prevention. People of Any Age with Underlying Medical Conditions. https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/need-extra-precautions/people-with-medical-conditions.html [accessed 1 July 2020].
  7. World Health Organization. Coronavirus symptoms. https://www.who.int/health-topics/coronavirus#tab=tab_3 [accessed 19 May 2020].
  8. World Health Organization. Q&A on coronaviruses (COVID-19). https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/question-and-answers-hub/q-a-detail/q-a-coronaviruses [accessed June 2020].
  9. World Health Organization. Coronavirus disease (COVID-19) advice for the public. https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public [accessed 18 May 2020].
  10. MS Society of Canada. What you need to know about coronavirus. https://mssociety.ca/resources/what-you-need-to-know-about-coronavirus [accessed 19 May 2020].
  11. National Multiple Sclerosis Society. Multiple Sclerosis and coronavirus. https://www.nationalmssociety.org/coronavirus-covid-19-information/multiple-sclerosis-and-coronavirus [accessed 01 June 2020].
  12. COViMS. Coronavirus and MS Reporting Database. https://www.covims.org/ [accessed June 2020].
  13. Macaron G, Ontaneda D. Biomedicines. 2019;7:56.