გაფანტული სკლეროზის პროგრესირება

/content/dam/the-ms-resistance/global/images/hero-images/category/mobile/mobile-about-ms-progression.png
false

გაფანტული სკლეროზი პროგრესირებს დაავადების დასაწყისიდანვე

პროგრესირების შესახებ ხშირად მოისმენდით გაფანტული სკლეროზის საზოგადოებებში. მაგრამ რას ნიშნავს ის და რითია გამოწვეული? გაფანტული სკლეროზის პროგრესირება ხშირად აღწერილია როგორც სიმპტომების გაუარესება ან უნარშეზღუდულობის გაღრმავება, თუმცა ბოლო კვლევები აჩვენებს რომ ადამიანის სხეულსა და ტვინში მიდის თვალით უხილავი პროცესები. დაავადება პროგრესირებს დასაწყისიდანვე და გრძელდება იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ვერ გრძნობთ სიმპტომებს, და ის შეიძლება არ იყოს კავშირში გამწვავებებთან.1

რაც მეტად მოხდება გაფანტული სკლეროზის პროგრესირების შესწავლა, უკეთ მომზადებული შეხვდებით თქვენს მკურნალ ექიმს. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, რაც დაგეხმარებათ თქვენი დაავადების მართვაში და თავად შეძლებთ მონაწილეობა მიიღოთ გადაწყვეტილების მიღებაში, ვიზიტის დროს.

მე დამიდგინდა გაფანტული სკლეროზი 27 წლისას, როდესაც უკან ვიხედები, სავარაუდოდ დაავადება მქონდა 23 წლიდან. ამ ხნის განმავლობაში დაავადება პროგრესირებდა და ახლა მიჭირს სირბილი. ჩემი რჩევაა, სერიოზულად მიუდგეთ გაფანტულ სკლეროზს ადრეულ ეტაპზე და ნუ აარიდებთ მას თავს. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების პროგრესირება და მისგან მიყენებული ზიანი, თუ დროულად მოახდენთ რეაგირებას.

გრეისი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან
rmsLabelViewAuthorProfile

წაიკითხეთ მეტი, თქვენი ინფორმირებულობის პროგრესის სიჩქარე უნდა აღემატებოდეს დაავადებისას…

References:

1. Giovannoni G, et al. Mult Scler Relat Disord. 2016;9(Suppl 1):S5–48.

2. Stankiewicz JM, et al. Neurol Neuroimmunol Neuroinflamm. 2020;7:e636.

3. Berkovich R. Neurotherapeutics. 2013;10:97–105.

როგორ პროგრესირებს გაფანტული სკლეროზი?

1. დაავადების პროგრესირება იწყება როდესაც თქვენი იმუნური სისტემა არასწორად ფუნქციონირებს და ებრძვის მიელინის გარსს - თავის და ზურგის ტვინის ნერვების  დამცავ გარსს.2 მეცნიერები ამჟამად იკვლევენ, რა იწვევს იმუნური სისტემის მალფუნქციონირებას, მაგრამ პროცესი არის კომპლექსური და ბევრი სხვადასხვა ფაქტორი თამაშობს როლს.

გაფანტული სკლეროზის დროს, იმუნური სისტემა ებრძვის ნერვების დამცავ გარსს თქვენს თავის ტვინში, რომელიც ცნობილია როგორც მიელინი.

An immune cell damaging myelin on a nerve cell.

2. თავის ტვინში განლაგებული ნერვული უჯრედები ასრულებენ იმპულსების გამტარის როლს, რომლებიც მართავენ თქვენს სხეულს. მაგრამ როდესაც ნერვები ზიანდება, და დაზიანება იზრდება, მათი უნარი გაატაროს მესიჯები, ქვეითდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გაფანტული სკლეროზის სიმპტომები.1

გაფანტული სკლეროზის პროგრესირებასთან ერთად, იმუნური სისტემა აზიანებს მიელინს, რომელიც იცავს ნერვებს - დაზიანებული ნერვული ქსოვილი ჩანს მრტ (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევაზე კერების სახით ,  (თეთრი ლაქები)  მრტ კვლევა, სიმპტომებზე დაკვირვებასთან ერთად მნიშვნელოვანია გაფანტული სკლეროზის პროგრესირების შესაფასებლად.

Diagram of brain with close-up of nerve showing damaged myelin sheath

3. დასაწყისში ორგანიზმს აქვს უნარი შეზღუდვების გარეშე იფუნქციონიროს, ისე რომ თქვენ შეიძლება ვერც შეამჩნიოთ სიმპტომები.1,3

4. ნერვული უჯრედების დაზიანებასთან ერთად, სიმპტომები მეტად შესამჩნევი ხდება და უნარშეზღუდულობა შეიძლება გაუარესდეს.1

სწორად ამას ვუწოდებთ გაფანტული სკლეროზის პროგრესირებას.1

რთულია იმის პროგნოზი თუ რა სიმპტომები შეგაწუხებთ, როდის ან რამდენ ხანს გაგრძელდება. მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ პროგრესირების პროგნოზი (მოლეკულური ბიომარკერები). თუმცა ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია და იმედია, ახლო მომავალში ხელმისაწვდომი იქნება და დაეხმარება სამედიცინო პერსონალს, უკეთ შეაფასონ გაფანტული სკლეროზის პროგრესირება და მისი პასუხი მკურნალობაზე.4

სიმპტომების აღმოცენება დამოკიდებულია იმაზე თუ სად, როდის და რა სიხშირით ზიანდება თავის ტვინში ნერვული უჯრედები. მაგალითად, თუ ზიანდება მხედველობის ნერვი, მას შეუძლია გამოიწვიოს მხედველობის გაუარესება - ეს არის ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, რომელსაც გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები ამჩნევენ.5

გადადით სიმპტომები  გვერდზე, რათა მეტი გაიგოთ

არ დაგავიწყდეთ შეატყობინოთ მკურნალ ექიმს ახალი სიმპტომების შესახებ, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს გაფანტულ სკლეროზთან.

გაფანტული სკლეროზი პროგრესირებს დასაწყისშივე - დამოუკიდებლად იმისა, გაქვთ სიმპტომები თუ არა. გრაფიკი აჩვენებს, როგორ ჩნდება სიმპტომები დროთა განმავლობაში (მწვანე ხაზი) და რა შეიძლება მოხდეს. დაავადების მიმდინარეობისას. შესაძლოა გქონდეთ სიმპტომების გაუარესება (გამწვავება) და სიმპტომების შემსუბუქება (რემისია).*

In SPMS, disease progresses steadily over time. Symptoms first worsen and partly recover, then steadily worsen

რამდენად სწრაფად პროგრესირებს თქვენი გაფანტული სკლეროზი, ამის პროგნოზი შეუძლებელია და ის ინდივიდუალურია ყველა შემთხვევაში.1

გაფანტული სკლეროზის პაციენტების უმრავლესობას აღენიშნება სიმპტომების გამწვავება, რასაც მოყვება რემისია, სიმპტომების ნაწილობრივი ან სრული აღდგენით. (მორეციდივე გაფანტული სკლეროზი).1

იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ გაქვთ მორეციდივე გაფანტული სკლეროზი და არ გაქვთ შესამჩნევი სიმპტომები, დაავადება მაინც პროგრესირებს.7,8 მნიშვნელოვანია, თქვენს ნევროლოგს შეატყობინოთ მცირე ცვლილებებიც კი, რასაც შეამჩნევთ თქვენს თავში, იმ შემთხვევაშიც კი თუ მას არ უკავშირებთ გაფანტულ სკლეროზს. თქვენმა ექიმმა შესაძლოა გთხოვოთ მრტ ან სხვა დამატებითი კვლევები, რათა გამოიკვლიოს ცვლილებები თქვენს თავის ტვინში.

გაესაუბრეთ თქვენს ნევროლოგს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის შესახებ. მკურნალობის ადრეულმა დაწყებამ შესაძლოა შეანელოს უნარშეზღუდულობის პროგრესირება და მოგცეთ შესაძლებლობა იცხოვროთ სრულფასოვნად.1

წაიკითხეთ გაფანტული სკლეროზის ტიპების შესახებ, რათა გაიგოთ მეტი, რამდენად გასხვავდება სხვადასხვა ტიპები ერთმანეთისგან.

არსებობს მთელი რიგი გამოკვლევები, ტესტები, კითხვარები, რითაც ფასდება გაფანტული სკლეროზის პროგრესირება:

მართეთ თქვენი გაფანტული სკლეროზი - დააკვირდით თქვენს სიმპტომებს, კლინიკაში ვიზიტებს შორის.

თქვენი სიმპტომების მონიტორინგით კლინიკასა და სახლში, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ადრეული ნიშნები და დაეხმაროთ თქვენს ნევროლოგს, რათა სწორად დაგეგმოთ თქვენი გაფანტული სკლეროზის მკურნალობა.

ჩაინიშნეთ თქვენი სიმპტომები, ვიზიტებს შორის, რათა არ დაგავიწყდეთ მათი გაზიარება თქვენს ნევროლოგთან.

მე ვაკვირდები ჩემს სიმპტომებს და ვუყვები დედას, ვწერ კალენდარზე და ჩემს ჟურნალში. მე ვინიშნავ როდესაც ცვლილებას ვამჩნევ სიმპტომებში და ასევე ვუთითებ თუ რამდენ ხანს გრძელდება.

ქეთი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2016 წლიდან
rmsLabelViewAuthorProfile

თქვენი აზრით როდის აჯობებს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დაწყება?

დიაგნოზის გაგებისთანავე
ადრეულმა მკურნალობამ, შესაძლოა შეანელოს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. ადრეულმა მკურნალობამ, შესაძლოა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მინიმალური ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე.
წაიკითხეთ მეტი ადრეული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
გამწვავების შემდეგ

ადრეულმა მკურნალობამ, შესაძლოა შეანელოს უნარშეზღუდულობის პროგრესირება.

გამწვავებების მკურნალობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ხანგრძლივი მკურნალობა დიაგნოზის გაგებისთანავე.

წაიკითხეთ მეტი ადრეული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
სიმპტომების გაუარესების შემდეგ

ადრეულმა მკურნალობამ, შესაძლოა შეანელოს უნარშეზღუდულობის პროგრესირება.

თქვენი გაფანტული სკლეროზი, შესაძლოა პროგრესირებდეს თქვენი სიმპტომების გამოვლენის მიუხედავად, ამიტომ მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყება დიაგნოზის გაგებისთანავე.

წაიკითხეთ მეტი ადრეული მკურნალობის მნიშვნელოის შესახებ.

არავინ ირჩევს გაფანტულ სკლეროზს, მაგრამ დაავადების მართვა შეუძლია ყველას.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ყველაფერი გაფანტული სკლეროზის მკურნალობის შესახებ

გინდათ გაიგოთ მეტი გაფანტული სკლეროზის შესახებ?

სტატიებში წაიკითხავთ უახლეს ინფორმაციას დაავადების შესახებ
/content/the-ms-resistance/ge/ka/about-ms/diagnosis
/content/the-ms-resistance/ge/ka/about-ms/symptoms
/content/the-ms-resistance/ge/ka/about-ms/type-of-ms
  1. Giovannoni, G, et al.  Mult Scler Relat Disord. 2016;9(Suppl 1):S5–48.
  2. Kutzelnigg A, et al.  Brain. 2005;128:2705–12.
  3. MS Trust. MS: the facts https://www.mstrust.org.uk/about-ms/what-ms/ms-facts [accessed March 2020].
  4. Lizarraga AA et al. Lancet Neurol. 2020 Jan;19(1):12–14.
  5. MS International Federation. Vision issues. https://www.msif.org/about-ms/symptoms-of-ms/vision-issues/[accessed May 2020].
  6. National MS Society. Secondary progressive MS. https://www.nationalmssociety.org/What-is-MS/Types-of-MS/Secondary-progressive-MS [accessed May 2020].
  7. Cree BAC, et al.  Ann Neurol. 2019;85:653–66.
  8. Kappos L, et al. Poster presented at: the 34th Congress of the European Committee for Treatment and Research in Multiple Sclerosis (ECTRIMS); 10-12 October 2018; Berlin, Germany. Poster P547.
  9. MS Trust. Expanded disability status scale (EDSS). https://www.mstrust.org.uk/a-z/expanded-disability-status-scale-edss [accessed May 2020].
  10. Wiendl W, Meuth SG.  Drugs. 2015;75:947–77.
  11. Cinar BP, Yorgun YG.  Noro Psikiyatr Ars. 2018;55(Suppl 1):S69–75.