წონასწორობის ვარჯიშები გაფანტული სკლეროზის დროს

გაფანტულმა სკლეროზმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს წონასწორობაზე. დროა შეცვალოთ ეს.

გს-ის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ წონასწორობისა და კოორდინაციის დარღვევა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს თავის ტვინის გარკვეულ მიდამოში ნერვული უჯრედების დაზიანებით, რაც აქვეითებს ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავებას და იწვევს გს-ის ისეთ სიმპტომებს, რომელიც არაპირდაპირ არღვევს წონასწორობას. ასეთი სიმპტომებია: კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა, კანკალი ან სპაზმი.

მიუხედავად იმისა, რომ წონასწორობის დარღვევა კომპლექსური პრობლემაა და ყველა ადამიანისთვის უნიკალურია, არსებობს წონასწორობის ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც დაგეხმარებათ.

“მე წონასწორობას ვავარჯიშებ ერთ ფეხზე დგომით (ორ-ორი წუთი თითო ფეხზე), რა დროსაც ჩემს ცხვირს საპირისპირო ხელით ვეხები“.

მაიკი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2014 წლიდან
rmsLabelViewAuthorProfile

გააგრძელეთ კითხვა, რათა გაიგოთ, მეტი წონასწორობის ვარჯიშების შესახებ.

მარტივი აქტივობა, როგორიცაა ფეხების კონტროლირებული მოძრაობა (ძირითადი სტაბილობის ვარჯიშები) ან სიარულისას ხელით რაიმე საგნის ტარება (ორმაგი ამოცანის შესრულების ვარჯიში), გაგიუმჯობესებთ წონასწორობას და შეგმატებთ თავდაჯერებულობას. გარდა ამისა, პოზის კონტროლისა და თვალის მოძრაობების ვარჯიშებმა, შეიძლება გაგიუმჯობესოთ წონასწორობა, შეგიმციროთ თავბრუსხვევა და დაღლილობა.

მზად ხართ სცადოთ წონასწორობის ვარჯიში, მაგრამ არ იცით როგორ დაიწყოთ? არსებობს ბევრი მარტივი ვარჯიში, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ყოველდღიურ აქტივობას მიუსადაგოთ და დაგეხმარებათ უფრო გაწონასწორებულად იგრძნოთ თავი, მაგალითად, მაიკის რჩევისამებრ ერთ ფეხზე დგომა!

ყოველთვის, სანამ ახალ სავარჯიშო პროგრამას შეუდგებით, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რათა გაარკვიოთ, ხომ ნამდვილად სასარგებლო იქნება იგი თქვენთვის. მაგალითად, გამწვავების პერიოდში ზოგიერთი მოძრაობა/ვარჯიში შეიძლება არ იყოს სასურველი, ზედმეტად რთული იყოს თქვენთვის ან გაგიუარესოთ კიდეც სიმპტომები.

ვარჯიშები, რომლებიც გაგიუმჯობესებთ წონასწორობას, შემდეგია:

ბევრი ამ ვარჯიშებიდან, შეიძლება სახლში გააკეთოთ, თქვენს ნევროლოგთან კონსულტაციის შემდეგ. სცადეთ თითოეულ ვარჯიშს, ყოველდღიურად 1-2 წუთი დაუთმოთ. ვარჯიშების ბევრი ვარიანტი არსებობს, სცადეთ და შეარჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის საუკეთესოა.

პოზის ეს ვარჯიშები სრულდება ფეხზე დგომისას სხვადასხვა პოზიციაში და ავარჯიშებს თქვენს თავის ტვინს სხვადასხვა ხერხით ბალანსის შენარჩუნებაში. ჩართეთ ზოგიერთი მათგანი თქვენს ყოველდღიურ აქტივობაში.

გამართული პოზის კონტროლის ვარჯიშები: თვალები გახელილია

გამართული პოზის კონტროლის ვარჯიშები: თვალები დახუჭულია
dam
/content/dam/the-ms-resistance/georgia/images/%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%AD%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90.mp4

o   დგომა მხრების სიგანეზე გაშლილი ფეხებით

o   შეტყუპებული ფეხებით დგომა

o  დგომა ერთი ტერფის ნაწილობრივ განთავსებით მეორე ტერფის წინ (ერთი ფეხის ქუსლი მეორე ფეხის თითების წინ)

o   დგომა ერთი ტერფის წინ მეორე ტერფის განთავსებით

სცადეთ ამ მარტივი ვარჯიშების კომბინირება თვალების მოძრაობებთან, რომლებიც აღწერილია ქვემოთ.

აღწერილი ვარჯიშები ემყარება  რამოდენიმე კვლევის შედეგებს და არ წარმოადგენს სპეციფიურ სამედიცინო რჩევას. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე, დაეკითხეთ მკურნალ ექიმს, შესაფერისია თუ არა ეს ვარჯიში თქვენთვის.

რეგულარული ვარჯიშები, რომლებიც შეგიძლიათ ხანგრძლივი დროის მანძილზე აკეთოთ, დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში - როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით. კვლევებმა აჩვენა, რომ  წონასწორობა უმჯობესდება ქვემოთ აღწერილი თვალების მოძრაობის ვარჯიშით, რომლებიც სრულდება ფეხების სხვადასხვა, ზემოთ აღწერილი პოზიციის დროს, რაც წარმოადგენს მთლიანი სავარჯიშო პროგრამის ნაწილს.

ორმაგი ამოცანის შესრულების წვრთნა ავარჯიშებს თქვენს ტვინს, რომ ერთდროულად შეასრულოს ორი მოქმედება. ეს გეხმარებათ წონასწორობის გაუმჯობესებაში და, შედეგად გიმცირებთ წაქცევის ალბათობას. სცადეთ გააკეთოთ ქვემოთ აღწერილი ორმაგი ამოცანის შესრულების ვარჯიშები.

გაიგეთ მეტი გაფანტულ სკლეროზთან ერთად ცხოვრების შესახებ

გაფანტულმა სკლეროზმა არ უნდა შეზღუდოს თქვენი საყვარელი საქმიანობა, სტატიებში იხილეთ მეტი ინფორმაცია თუ როგორ გააგრძელოთ თქვენი ჩვეული ცხოვრების წესი.
/content/the-ms-resistance/ge/ka/living-with-ms

იხილეთ სტატია ვარჯიშის შესახებ

თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ გაფანტულ სკლეროზთან ერთად. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას თუ როგორ იყოთ ფორმაში ან უბრალოდ უფრო აქტიური.
/content/the-ms-resistance/ge/ka/living-with-ms/exercise/programs
  1. MS Society. Balance and MS. https://www.mssociety.org.uk/care-and-support/resources-and-publications/publications-search/balance-and-ms-booklet [accessed April 2020].
  2. Cameron MH, Nilsagard Y. Handb Clin Neurol. 2018;159:237–50.
  3. Carling A, et al. Physiother Res Int. 2018;23:e1728.
  4. Carling A, et al. Mult Scler J. 2017;23:1394–404.
  5. ClinicalTrials.gov. Vestibular rehabilitation for persons with multiple sclerosis: who benefits the most? (MSVR3trial). https://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT01698086 [accessed March 2020].
  6. Web MD. MS patients may gain from balance-focused workouts. https://www.webmd.com/multiple-sclerosis/news/20180131/ms-patients-may-gain-from-balance-focused-workouts [accessed March 2020].
  7. Hebert JR, et al. Neurology. 2018;90:e797–807.
  8. Hebert JR, et al. Phys Ther. 2011;91:1166–83.