ასაკი: 40
ქვეყანა: კანადა
ჰობი: ვარჯიში, ძაღლის გასეირნება, ველოსიპედით სიარული.
ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2006 წლიდან
მე ვარ ჯენიფერი, მასწავლებელი და მაქვს გადატვირთული დღის რეჟიმი! გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამიდგინდა 2006 წელს. 2002 წლიდან მაწუხებდა დაბუჟება, თავბრუსხვევა. 4 მტანჯველი წლის შემდეგ, საბოლოოდ დამიდასტურდა დაავადება.
მე მყავს ორი შვილი და დროის უმეტეს ნაწილს ვატარებ ვარჯიშში, ძაღლთან ერთად სერინობასა და ველოსიპედით სიარულში. მე ვინარჩუნებ ცხოვრების აქტიურ ტემპს და ვცხოვრობ ლოზუნგით: „მე მაქვს გაფანტული სკლეროზი, მაგრამ ის ვერ დამიპყრობს“ - თქვენც ამავეს გირჩევთ!
1. მოუსმინეთ თქვენს სხეულს!
იცოდეთ როდის შეჩერდეთ და შეისვენოთ.
2. იყავით აქტიური!
ვარჯიში დაგეხმარებათ თქვენი სიმპტოების მართვაში და, ასევე, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში.
3. დაისვენეთ!
დღის განმავლობაში გააკეთეთ მოკლე შესვენებები.
4. იყავით გრილად
ზაფხულის ცხელ დღეებში, თან ატარეთ მარაო. სახლისა და სამსახურის პირობებში, შეინარჩუნეთ გრილი ტემპერატურა.
5. ტექნოლოგია დაგეხმარებათ!
გამოიყენეთ თანამედროვე აპლიკაციები და შემახსენებლები
ჩვენი ყველა გაფანტული სკლეროზის რეზისტენტი პაციენტები მზად არიან მუდმივი მახრდაჭერისა და კომუნიკაციისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციებთან, მუშაობენ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.