ქენდისი

ქენდისი

უძრავი ქონების აგენტი

ასაკი: 31

ქვეყანა: კანადა

ჰობი: მეგობრებთან ერთად გართობა, კითხვა, კრაფტინგი და ძაღლთან თამაში.

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2012 წლიდან.

მე ვარ ქენდისი და ვმუშაობ უძრავი ქონების აგენტად, ტორონტოში. ჩემი პირველი სიმპტომების გამწვავება მოხდა 2010 წელს, შემექმნა მხედველობის პრობლემები და მხოლოდ 2 წლის შემდეგ დამიდგინდა გაფანტული სკლეროზი.   

ჩემმა დიაგნოზმა მიბიძგა ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებისკენ. და მართლაც, ეს ასეა! გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები ვცდილობთ გამოვიყენოთ ყოველი დღე. 2014 წელს მივიღე გადაწყვეტილება და ერთი წლით გადავსახლდი ავსტრალიაში, რამაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. რომ არა ჩემი გაფანტული სკლეროზი, ამის გაკეთებას ვერასოდეს გავბედავდი.

გაფანტულ სკლეროზთან ერთად ცხოვრებამ შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. 

იყავით პოზიტიური
მიიღეთ ჯანსაღი საკვები და ივარჯიშეთ
ხშირად ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს
დაისვენეთ
ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს!

1.   იყავით პოზიტიური

რთულია პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, როდესაც ცხოვრობ გაფანტულ სკლეროზთან ერთად, მაგრამ აუცილებელია ყოველი დღის მადლიერებითა და  მომავლის იმედით გატარება.

2.   მიიღეთ ჯანსაღი საკვები და ივარჯიშეთ

ჯანსაღი კვება და ვარჯიში ყველასთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრები ადამიანებისთვის ეს აუცილებელია.

3.   მუდმივად ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს

მარტოობის შეგრძნება მეტად გავრცელებულია გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრებ ადამიანებში. ხმამაღალი საუბარი თქვენს სირთულეებსა და სიმპტომებზე დაგეხმარებათ, რათა ადამიანებმა გაიგონ თუ რა გჭირდებათ და რითი შეუძლიათ  დახმარება.

4.   დაისვენეთ

გამოიძინეთ ღამით და წათვლიმეთ შუადღისას. დასვენება მოგცემთ ახალ ენერგიას, რათა უკეთ შეძლოთ ყოველდღიური მოვალეობების შესრულება.

5.   ჩაეხუტეთ ადამიანებს!

ჩახუტება დადებით ემოციებს უკავშირდება და ეს, ყოველთვის დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.

ჩვენი ყველა გაფანტული სკლეროზის რეზისტენტი პაციენტები მზად არიან მუდმივი მახრდაჭერისა და კომუნიკაციისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციებთან, მუშაობენ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.