ასაკი: 34
ქვეყანა: კანადა
ჰობი: ხელოვნება, კულინარია, ბუნებაში სეირნობა, კითხვა, იოგა და მედიტაცია.
ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2006 წლიდან.
მე ვარ რებეკა და ვმუშაობ კოორდინატორად. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამესვა 21 წლის ასაკში, სიმპტომები პირველად ვიგრძენი 19 წლის ასაკში.
თავისუფალ დროს მიყვარს ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ასევე, მიყვარს კერძების მომზადება და ცხობა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება. ისეთი აქტივობები, როგორიცაა ბუნებაში სეირნობა, იოგა, მედიტაცია, მეხმარება რელაქსაციაში.
ჩემი მიზანია, ვიცხოვრო სრულფასოვანი ცხოვრებით! პირველ რიგში ვიწყობ ჩემთვის მოსახერხებელ გარემოს, იქნება ეს სამსახურში, თუ პირად გარემოცვაში. ყოველივე ეს, მეხმარება სრულად ვიყო ჩართული და ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს!
1. აწმყოზე ფოკუსირება
შიშმა შესაძლოა მომავლის იმედსა და გეგმებში ხელი შეგვიშალოს. თქვენი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ამჟამინდელ სურვილებსა და მიზნებს.
2. იყავით კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ
დაისვენეთ, როდესაც იგრძნობთ ამის საჭიროებას! არ იძალადოთ საკუთარ თავზე!
3. დააკვირდით თქვენს სიმპტომებს
თქვენი მდგომარეობის დეტალური აღწერით, თქვენი ჯანდაცვის სპეციალისტთა გუნდი, თქვენთან ერთად შეარჩევს ეფექტურ მკურნალობას.
4. მოითხოვეთ ის, რაც გჭირდებათ!
არ მოგერიდოთ და მოითხოვეთ თქვენთვის საჭირო პირობები, სამსახურსა და პირად გარემოცვაში.
5. გახსოვდეთ, თქვენს სხეულს, ყველაზე კარგად მხოლოდ თქვენ იცნობთ
გაფანტული სკლეროზი ინდივიდუალურად ვითარდება ყველა ადამიანში და მხოლოდ თქვენ იცით, როგორია თქვენი ცხოვრება დაავადებასთან ერთად!
ჩვენი ყველა გაფანტული სკლეროზის რეზისტენტი პაციენტები მზად არიან მუდმივი მახრდაჭერისა და კომუნიკაციისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციებთან, მუშაობენ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.