გაფანტული სკლეროზის შესახებ
გაფანტული სკლეროზი მუდმივად პროგრესირებს. ეს ჩვენთვის ცნობილია.
დღეს ჩვენ ბევრად მეტი ვიცით გაფანტული სკლეროზის შესახებ, ვიდრე ადრე. ამჟამად ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზის ყველა ტიპი დასაწყისიდანვე პროგრესირებს, მაშინაც კი, თუ თქვენ ახალ სიმპტომებს ვერ ამჩნევთ.1,2 აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გააღრმავოთ თქვენი ცოდნა გაფანტული სკლეროზის შესახებ, რათა შეძლოთ ინფორმირებული მსჯელობა თქვენს ექიმთან ერთად და გადადგათ ნაბიჯები, რომლებიც შეანელებს თქვენი დაავადების პროგრესირებას.1,3
მიიღეთ აქტიური მონაწილეობა თქვენი გაფანტული სკლეროზის მართვაში და იყავით ინფორმირებული მეცნიერების ახალი მიღწევების შესახებ. იცნობდეთ დიაგნოზის დასადგენად საჭირო გამოკვლევებს და გაითავისეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი სიმპტომების მიმდინარეობაზე დაკვირვება, გაიგეთ რატომ ცვალებადობს სიმპტომები და რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენს ცხოვრებაზე დაავადების გავლენა შეამციროთ.
გაფანტული სკლეროზის ადრეულმა დიაგნოსტირებამ და შემდგომმა მკურნალობამ შეიძლება შეანელოს დაავადების პროგრესირება და გადაავადოს სიმპტომების გაუარესება.1,3 ეს საშუალებას მოგცემთ უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და შეამციროთ გავლენა, რომელსაც დაავადება ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, ამჟამად და მომავალში.
გრეისი
ეს მოკლე ვიდეორგოლი წარმოგიდგენთ ძირითად ფაქტებს გაფანტული სკლეროზის შესახებ და მის გავლენას ადამიანის სხეულზე.
გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკისთვის არსებული კვლევები.
გაფანტული სკლეროზი განსხვავებულად ვლინდება. ჩვენ აგიხსნით ამის მიზეზს.
- Giovannoni G, et al. Mult Scler Relat Disord. 2016;9(Suppl 1):S5–48.
- Cree BAC, et al. Ann Neurol. 2019;85:653–66.
- Stankiewicz JM, et al. Neurol Neuroimmunol Neuroinflamm. 2020;7:e636.