გაფანტული სკლეროზის ტიპები

false

წლების წინ ნევროლოგებმა გამოყვეს გაფანტული სკლეროზის შემდეგი ფორმები: მორეციდივე გაფანტული სკლეროზი, პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი, მეორადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი.1,2 დაავადების ფორმა, ძირითადად, განისაზღვრება სიმპტომების მიმდინარეობის მიხედვით, რომლებიც ჩნდება დაავადების პროგრესირების შესაბამისად.

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მიუხედავად დაავადების ფორმისა, გაფანტული სკლეროზი პროგრესირებს, დამოუკიდებლად იმისა, თუ როგორია სიმპტომების მიმდინარეობა.1,3

ამიტომ, მნიშვნელოვანია გაფანტული სკლეროზის მართვისთვის სწორი ნაბიჯების გადადგმა (მკურნალობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კვება) ადრეულ ეტაპზე.1,4

იხილეთ მეტი გაფანტული სკლეროზის ფორმების შესახებ...

რატომ არის საინტერესო დაავადების ფორმის ცოდნა? თქვენი გაფანტული სკლეროზის ფორმის ცოდნა ეხმარება ნევროლოგს, იმის შეფასებაში, თუ რამდენად მოახდენს ის გავლენას თქვენს მომავალზე. ასევე, ამის ცოდნა ექიმს ეხმარება მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაში. გაფანტული სკლეროზის ზუსტი ფორმის დადგენა საკმაოდ რთულია, რადგან დაავადების მიმდინარეობა არაპროგნოზირებადია, სიმპტომები შესაძლოა აღარ განმეორდეს წლების მანძილზე, რომელიც ყველა ადამიანში განსხვავებულად არის წარმოდგენილი.

გაფანტული სკლეროზის სამი ფორმა გამოყოფილია იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად ხდება სიმპტომების განმეორება და როგორ იცვლება დროთა განმავლობაში. სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ ცენტრალური ნერვული სისტემის რომელი უბანია დაზიანებული.1

მორეციდივე გაფანტული სკლეროზი დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ადამიანების 80-90 %-ში აღინიშნება მორეციდივე გაფანტული სკლეროზი.1 დაავადების ეს ფორმა ხასიათდება სიმპტომების გაჩენით (რეციდივი) და გაქრობით (რემისია) კვირების ან თვეების განმავლობაში.1

შესაძლებელია, სიმპტომები სრულად გაქრეს, ან დარჩეს გამწვავებებს (რეციდივებს) შორის.3 ამან, შესაძლოა მიგვიყვანოს შეუქცევად პროგრესირებამდე.1

ყოველთვის პროგრესირებს თუ არა მორეციდივე გაფანტული სკლეროზი?

გაფანტული სკლეროზის ყველა ფორმა, მათ შორის მორეციდივე, პროგრესირებს დასაწყისიდანვე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვერ ამჩნევთ სიმპტომებს.1,5,6 არსებობს მკურნალობა, რომელიც დაგეხმარებათ. დაელაპარაკეთ ამის შესახებ თქვენს ნევროლოგს, რომელიც შეგირჩევთ თქვენთვის საუკეთესო მკურნალობას.

გრაფიკი აჩვენებს, რამდენად ასოცირდება მორეციდივე გაფანტული სკლეროზი რეციდივებსა (სიმპტომების უეცარი გამწვავება) და რემისიასთან (სიმპტომების ალაგება). დაავადების პროგრესირება გრძელდება მაშინაც კი, როდესაც ვერ გრძნობთ სიმპტომებს.

Graph: In RRMS, disease progresses steadily over time while symptoms periodically worsen and almost fully recover

მორეციდივე გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების 90% -ში ვითარდება მეორადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი 25 წლის მანძილზე.7 დაავადების ნიშნები მოიცავს უნარშეზღუდულობის გაუარესებას და მეტად შესამჩნევ სიმპტომებს გამწვავებებს (რეციდივებს) შორის.3

მორეციდივე ფორმიდან მეორადად პროგრესირებად გაფანტულ სკლეროზში ცვლილების დადგენა რთულია, ამიტომ საჭიროა სიმპტომებზე ყურადღებით დაკვირვება, ნევროლოგიური კვლევების ჩატარება და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).7

შესაძლებელია თუ არა მეორადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის სიმპტომების შემსუბუქება?

მეორადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის ადრეულ ეტაპზე, გამწვავების (რეციდივის) შემდეგ, თქვენი სიმპტომები შესაძლოა შემსუბუქდეს, მაგრამ დაავადების პროგრესირება გრძელდება. დროთა განმავლობაში, გამწვავებებს (რეციდივებს) შორის სიმპტომები მეტად შესამჩნევი ხდება და, საბოლოოდ, რემისიის პერიოდი მცირდება, ან საერთოდ ქრება.1 გაფანტული სკლეროზით გამოწვეული ნერვების დაზიანების აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ მეორადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის ადრეული ეტაპიდან სწორად მართვის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეანელოთ უნარშეზღუდულობის პროგრესირება.1,3,8

გრაფიკზე ნაჩვენებია მორეციდივე გაფანტული სკლეროზის ტიპიური გადასვლა მეორადად პროგრესირებად გაფანტულ სკლეროზში. რეციდივებს შორის აღინიშნება სიმპტომების მზარდი გაუარესება, რემისიების არარსებობის ეტაპამდე.

დაავადების პროგრესირება გრძელდება მაშინაც კი, როდესაც თქვენ ვერ გრძნობთ სიმპტომებს.

Graph: In SPMS, disease progresses steadily over time. Symptoms first worsen and partly recover, then steadily worsen

*გრაფიკზე წარმოდგენილია გაფანტული სკლეროზის ზოგადი პროგრესირება.

დაავადება აღენიშნება გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების 10-15%-ს და უხშირესად გვხვდება 40 წლის ასაკის შემდეგ. პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი ერთნაირად გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში.1,9

პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებში, არ გვხვდება გამწვავებების (რეციდივების) და რემისიების (შემსუბუქების) პერიოდები. ადამიანებს აღენიშნებათ მუდმივად პროგრესირებადი სიმპტომები და დასაწყის ეტაპზევე გამოირჩევა მკაფიო ხასიათით.8 რიგ შემთხვევებში, სიმპტომები შესაძლოა დასტაბილურდეს და გარკვეული პერიოდი რემისიაც კი დადგეს, ამიტომ ასეთ ადამიანებში, რთულია პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირება. ყურადღებით  ადევნეთ თვალი თქვენს სიმპტომებს, რითაც დახმარებას გაუწევთ ჯანდაცვის სპეციალისტების გუნდს, დროულად მოახდინონ თქვენი დიაგნოსტირება, რაც შესაძლებელს გახდის თქვენთვის სწორი მკურნალობის შერჩევას.1,8

გრაფაზე ნაჩვენებია პირველადად პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი რამდენად ასოცირებულია სიმპტომების მუდმივად მზარდ პროგრესირებასთან, იშვიათად სტაბილური პერიოდებითა და რემისიით.*

Graph: In PPMS, disease progresses steadily over time over time and symptoms gradually worsen without relapses

*გრაფიკზე წარმოდგენილია გაფანტული სკლეროზის ზოგადი პროგრესირება.

გაფანტული სკლეროზის ყველა ტიპი პროგრესირებს.

გაიგეთ მეტი გაფანტული სკლეროზის სიმპტომების შესახებ.

სტატიები დაგეხმარებათ თქვენი გაფანტული სკლეროზის სიმპტომების შესახებ ინფორმაციის მიღებაში.
/content/the-ms-resistance/ge/ka/about-ms/symptoms
  1. Giovannoni G, et al. Mult Scler Relat Disord. 2016;9:S5–48.
  2. Dunn SE et al. Curr Top Behav Neurosci. 2015;26:57–86.
  3. Cree BAC et al. Ann Neurol. 2019;85(5):653–666.
  4. World Health Organization. 2020. Healthy diet. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/healthy-diet [accessed March 2020].
  5. Kappos L et al. Poster presented at: the 34th Congress of the European Committee for Treatment and Research in Multiple Sclerosis (ECTRIMS); 2018;Poster P547.
  6. Trojano M., et al. Neurol Sci, 2003;24(Suppl. 5): S268–S270.
  7. National MS Society. Secondary progressive multiple sclerosis. https://www.nationalmssociety.org/What-is-MS/Types-of-MS/Secondary-progressive-MS#section-1. Accessed May 1, 2020.
  8. Tedeholm H et al. Mult Scler. 2013 May; 19(6): 765–774.
  9. MS Trust. Primary Progressive MS. https://www.mstrust.org.uk/a-z/primary-progressive-ms. Accessed March 18, 2020.
  10. Kutzelnigg A et al. Cortical demyelination and diffuse white matter injury in multiple sclerosis. Brain 2005;128(11):2705–2712.