დაღლილობა



გაფანტულ სკლეროზთან ერთად ცხოვრებამ, შესაძლოა დიდი ენერგია მოითხოვოს
გრძნობთ გადაღლას? ეს შესაძლოა იყოს ყოველდღიური სტრესის შედეგი ან თქვენი გაფანტული სკლეროზის ნიშანი. დაღლილობა- გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია, რომელიც აწუხებს გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების 90%-ს.
გაფანტული სკლეროზის სიმპტომს - დაღლილობას, ხშირად აღწერენ როგორც ფიზიკური და მენტალური დაღლილობის ერთიან შეგრძნებას, რომელმაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე, გაართულოს ყოველდღიური აქტივობების შესრულება, ვარჯიში და გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებთან გამკლავება. დაღლილობას, ასევე, შეუძლია კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარზე გავლენის მოხდენა.
ზოგჯერ ვგრძნობ ენერგიის მატებას. სხვა დღეებში მჭირდება დიდი ბრძოლა, რათა შევასრულო მარტივი მოძრაობა. დაღლილობას ვგრძნობ თითქმის ყოველ დღე, მაგრამ განსხვავებულად. ხანდახან გეგმების გაუქმებაც კი მიწევს, მაგალითად, მეგობრებთან ერთად საყიდლებზე წასვლაზე უარის თქმა, რადგან მაღაზიებში სიარული ჩემგან დიდ ენერგიას მოითხოვს.

ქეთი
ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2016 წლიდან
როდესაც დგება გამწვავება, 14-16 საათი მძინავს და მაინც დაღლილი ვარ, მაგრამ მსუბუქი ვარჯიშები მეხმარება.

კონორი
ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან
ნახევარი საათი კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, იმდენად ვიღლებოდი, რომ წამოწოლა მიწევდა. გამწვავების შემდეგ, ვუბრუნდებოდი სამუშაოს და ასე დალაგდა მუშაობის და დასვენების განრიგი. ჩემი რჩევა იქნება, არ იძალადოთ საკუთარ თავზე და ეცადეთ დაისვენოთ.

კატერინა
ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2018 წლიდან
განსხვავებით ჩვეულებრივი გადაღლილობისგან, გაფანტული სკლეროზის დაღლილობა ჩნდება მოულოდნელად და ენერგიის აღდგენას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. თქვენი ხელ-ფეხი მძიმდება და სხვა შემთხვევაში მარტივ მოძრაობებს, როგორიცაა ნივთის დაჭერა ან წერა, შესაძლოა მეტი ძალისხმევა დასჭირდეს. დაღლილობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებზე, როგორიცაა მეტყველება, აზროვნება და სხვა.
დაღლილობა იყოფა ორ ძირითად კატეგორიად იმის მიხედვით, გამოწვეულია ის გაფანტული სკლეროზის მიერ (პირველადი დაღლილობა) თუ დაავადების სხვა სიმპტომების ეფექტს წარმოადგენს (მეორადი დაღლილობა).
პირველადი დაღლილობა
პირველადი დაღლილობა გამოწვეულია ნერვის დაზიანებით. სწორედ ამიტომ, ხშირად გრძნობთ სიმპტომს გამწვავების დროს.
მეორადი დაღლილობა
მეორადი დაღლილობა გამოწვეულია გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებით, რაც დაკავშირებულია გაფანტულ სკლეროზთან ერთად ცხოვრებასთან. სიმპტომები როგორიცაა, კუნთების სისუსტე, დეპრესია, ტკივილი, არასაკმარისი ძილი, სტრესი, ხშირად იწვევს დაღლილობის შეგრძნებას. მაგალითად, თუ ტკივილი და დაჭიმულობა გირღვევთ ძილს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი გადაღლა. ზოგიერთ მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები, რაც იწვევს დაღლილობის შეგრძნებას.
დაღლილობა იყოფა მწვავე და ქრონიკულ ფორმებად. მწვავე ფორმა ჩნდება გამწვავების, ინფექციის დროს. ქრონიკული დაღლილობა დიდხანს გრძელდება და ასოცირდება გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებთან.
გადაიღალეთ დაღლილობისგან?
არსებობს გზები დაღლილობის მართვისთვის.