ბალანსი და კოორდინაცია
გაფანტულ სკლეროზს შეუძლია თქვენს კოორდინაციაზე გავლენის მოხდენა. მოდით ერთად მოვძებნოთ ბალანსის შენარჩუნების გზა.
ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევამ, შესაძლებელია გამოიწვიოს სირთულეები დგომის, სიარულისა და მოძრაობისას.1
ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა, ხშირად აღენიშნება გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს, მაგრამ არსებობს მისი მართვის გზები.1
წაიკითხეთ, რათა გაიგოთ მეტი ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევის შესახებ გაფანტული სკლეროზის დროს. რა იწვევს და როგორ ვმართოთ იგი.
ბალანსი არის დგომისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარი. კოორდინაცია არის თქვენი მოძრაობების მართვის უნარი. როდესაც გაქვთ ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა, თავს გრძნობთ არამდგრადად და მოუხერხებლად. ამ მოვლენის სამედიცინო ტერმინია ატაქსია. ატაქსიამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს სიარულზე, ასევე, მეტყველებაზე და თვალების, ხელებისა და ფეხების მოძრაობაზეც კი. ხშირად, რთულია იმის დადგენა, ატაქსია დაკავშირებულია თქვენს გაფანტულ სკლეროზთან თუ გამოწვეულია უბრალოდ უხერხული მოძრაობით.2,3
მაიკი
ატაქსია საკმაოდ ხშირია გაფანტული სკლეროზის დროს:1,2
- გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრები ადამიანების 50-80%-ს აღენიშნება ბალანსის ან კოორდინაციის დარღვევა
- გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრები ადამიანების 50%, წელიწადში ერთხელ მაინც ეცემა.
ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევა, შესაძლებელია გაუარესდეს რეციდივის დროს. თუ, თქვენ შეამჩნევთ გაუარესებას დროთა განმავლობაში, შესაძლოა ეს დაავადების პროგრესირების ნიშანი იყოს.1,4
არსებობს ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევის მართვის გზები.
ბალანსი და კოორდინაცია მოიცავს თავის ტვინსა და სხეულის ნაწილებს შორის კომპლექსურ კომუნიკაციას.1 გაფანტული სკლეროზი იწვევს ნერვის დაზიანებას, რომელსაც შეუძლია ამ კომუნიკაციის დარღვევა. ეს გამოვლინდება თქვენი მოძრაობების კონტროლის უნარის შეზღუდვით.1,2
თქვენს ბალანსზე (წონასწორობის შენარჩუნება) შესაძლებელია გავლენა იქონიოს გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებმა, როგორიცაა:5
- კუნთების სისუსტე
- თავბრუსხვევა
- ზოგადი სისუსტე
- ტრემორი (კანკალი)
ზოგიერთ მედიკამენტს ახასიათებს გვერდითი მოვლენა, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს თქვენს ბალანსსა და კოორდინაციაზე, ან შესაძლებელია გამოწვეული იყოს ფაქტორებით, რაც არ არის კავშირში გაფანტულ სკლეროზთან, მაგალითად, შუა ყურის ინფექცია.5
გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს, მას შეუძლია თქვენი დისბალანსის გამომწვევი მიზეზის განსაზღვრა, შედეგად კი, თქვენთან ერთად, სამოქმედო გეგმის შედგენა.5
გააგრძელეთ კითხვა, რათა იპოვოთ თქვენი ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევების მართვის გზები.
ვარჯიში
რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ გაფანტული სკლეროზის სიმპტომების მართვაში.5-9 გადადით ვარჯიშების გვერდზე, რათა გაეცნოთ ბალანსისა და კოორდინაციის მართვისთვის საჭირო ვარჯიშებს.
პილატესი და იოგას ვარჯიშები დაგეხმარებათ კუნთების გაძლიერებაში და გააუმჯობესებს თქვენს ბალანსს და კოორდინაციას.10,11 2017 წლის პატარა კვლევამ აჩვენა, რომ 8 კვირიანი იოგას პროგრამამ გააუმჯობესა ბალანსი და კოორდინაციის უნარი გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრებ ადამიანებში.12
გრეისი
გახსოვდეთ, ვარჯიშის დაწყებამდე ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ბალანსის დარღვევის მართვისთვის, ვარჯიშთან ერთად საჭიროა სხვა სახის თერაპია და საშუალებები:
- ფიზიოთერაპია: ჰკითხეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფიზიოთერაპევტთან ერთად შედგენილი პერსონალიზებული ვარჯიშის გეგმის შესახებ.5
- ტექნოლოგია: ნაჩვენებია ვირტუალური რეალობისა და თამაშების დადებითი გავლენა ბალანსთან დაკავშირებულ დარღვევებზე.13-16
სიარულის დამხმარე საშუალებები: თუ ბალანსისა და კოორდინაციის დარღვევები პრობლემებს გიქმნით სიარულის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელ-ჯოხი, სავარძელი ან სკუტერი.17
კონორი
არავინ ირჩევს გაფანტულ სკლეროზს, მაგრამ დაავადების მართვა შეუძლია ყველას.
გაიგეთ მეტი გაფანტული სკლეროზის სიმპტომების შესახებ.
- Cameron MH, Nilsagard Y. Handb Clin Neurol. 2018;159:237–50.
- de Silva RN, et al. Pract Neurol. 2019;19:196–207.
- Ashizawa T, Guangbin X. Continuum (Minneap Minn). 2016;22:1208–26.
- Wilkins A. Front Neurol. 2017;28;8:312.
- MS Society. Balance & MS Booklet. https://www.mssociety.org.uk/care-and-support/resources-and-publications/publications-search/balance-and-ms-booklet [accessed July 2020]
- Hebert JR, et al. Phys Ther. 2011;91:1166–83.
- Hebert JR, et al. Neurology. 2018;27;90:e797–807.
- Carling A, et al. Physiother Res Int. 2018;23:e1728.
- Carling A, et al. Mult Scler. 2017;23:1394–404.
- National MS Society. Yoga and MS. https://www.nationalmssociety.org/Living-Well-With-MS/Diet-Exercise-Healthy-Behaviors/Exercise/Yoga [accessed July 2020].
- MedFitNetwork. Why do yoga if you have multiple sclerosis? https://medfitnetwork.org/public/all-mfn/yoga-multiple-sclerosis/ [accessed July 2020].
- Cohen ET, et al. Int J MS Care. 2017;19:30–39.
- Brichetto G, et al. Mult Scler J. 2013;19:1219–21.
- Prosperini L, et al. Neurorehabil Neural Repair. 2013;27:516–25.
- Ozkul C, et al. Eur J Integr Med. 2020;35:101092.
- Maggio MG, et al. J Clin Neurosci. 2019;65:106–11.
- MS Society. Wheelchairs and scooters. https://www.mssociety.org.uk/care-and-support/everyday-living/getting-around/wheelchairs-and-scooters [accessed July 2020].