დაღლილობა

გაფანტულ სკლეროზთან ერთად ცხოვრებამ, შესაძლოა დიდი ენერგია მოითხოვოს

გრძნობთ გადაღლას? ეს შესაძლოა იყოს ყოველდღიური სტრესის შედეგი ან თქვენი გაფანტული სკლეროზის ნიშანი. დაღლილობა- გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია, რომელიც აწუხებს გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების 90%-ს. 

გაფანტული სკლეროზის სიმპტომს - დაღლილობას, ხშირად აღწერენ როგორც ფიზიკური და მენტალური დაღლილობის ერთიან შეგრძნებას, რომელმაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს ცხოვრების ხარისხზე, გაართულოს ყოველდღიური აქტივობების შესრულება, ვარჯიში და გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებთან გამკლავება. დაღლილობას, ასევე, შეუძლია კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღების უნარზე გავლენის მოხდენა.

 

Quote marks

ზოგჯერ ვგრძნობ ენერგიის მატებას. სხვა დღეებში მჭირდება დიდი ბრძოლა, რათა შევასრულო მარტივი მოძრაობა. დაღლილობას ვგრძნობ თითქმის ყოველ დღე, მაგრამ განსხვავებულად. ხანდახან გეგმების გაუქმებაც კი მიწევს, მაგალითად, მეგობრებთან ერთად საყიდლებზე წასვლაზე უარის თქმა, რადგან მაღაზიებში სიარული ჩემგან დიდ ენერგიას მოითხოვს.  

ქეთი

ქეთი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2016 წლიდან

Quote marks

როდესაც დგება გამწვავება, 14-16 საათი მძინავს და მაინც დაღლილი ვარ, მაგრამ მსუბუქი ვარჯიშები მეხმარება.

კონორი

კონორი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან

Quote marks

ნახევარი საათი კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ, იმდენად ვიღლებოდი, რომ წამოწოლა მიწევდა. გამწვავების შემდეგ, ვუბრუნდებოდი სამუშაოს და ასე დალაგდა მუშაობის და დასვენების განრიგი. ჩემი რჩევა იქნება, არ იძალადოთ საკუთარ თავზე და ეცადეთ დაისვენოთ.

კატერინა

კატერინა

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2018 წლიდან

განსხვავებით ჩვეულებრივი გადაღლილობისგან, გაფანტული სკლეროზის დაღლილობა ჩნდება მოულოდნელად და ენერგიის აღდგენას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს. თქვენი ხელ-ფეხი მძიმდება და სხვა შემთხვევაში მარტივ მოძრაობებს, როგორიცაა ნივთის დაჭერა ან წერა, შესაძლოა მეტი ძალისხმევა დასჭირდეს. დაღლილობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებზე, როგორიცაა მეტყველება, აზროვნება და სხვა.

 

დაღლილობა იყოფა ორ ძირითად კატეგორიად იმის მიხედვით, გამოწვეულია ის გაფანტული სკლეროზის მიერ (პირველადი დაღლილობა) თუ დაავადების სხვა სიმპტომების ეფექტს წარმოადგენს (მეორადი დაღლილობა). 

პირველადი დაღლილობა

პირველადი დაღლილობა გამოწვეულია ნერვის დაზიანებით. სწორედ ამიტომ, ხშირად გრძნობთ სიმპტომს გამწვავების დროს.

მეორადი დაღლილობა

მეორადი დაღლილობა გამოწვეულია გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებით, რაც დაკავშირებულია გაფანტულ სკლეროზთან ერთად ცხოვრებასთან. სიმპტომები როგორიცაა, კუნთების სისუსტე, დეპრესია, ტკივილი, არასაკმარისი ძილი, სტრესი, ხშირად იწვევს დაღლილობის შეგრძნებას. მაგალითად, თუ ტკივილი და დაჭიმულობა გირღვევთ ძილს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი გადაღლა. ზოგიერთ მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტები, რაც იწვევს დაღლილობის შეგრძნებას.

დაღლილობა იყოფა მწვავე და ქრონიკულ ფორმებად. მწვავე ფორმა ჩნდება გამწვავების, ინფექციის დროს. ქრონიკული დაღლილობა დიდხანს გრძელდება და ასოცირდება გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებთან.

გადაიღალეთ დაღლილობისგან?

არსებობს გზები დაღლილობის მართვისთვის.

დაღლილობის შემსუბუქების გზები

ენერგიის მატების რჩევები:

  • იკვებეთ სწორად: მიიღეთ ბალანსირებული, ჯანსაღი დიეტა. საკვების დიდი პორციების მიღება იწვევს დაღლილობას, სცადეთ მცირე ულუფების ხშირად მირთმევა.
  • იყავით აქტიური: იმოძრავეთ, სცადეთ ნაბიჯები ან იოგას გაწელვები. ვარჯიში დაღლილობის დამარცხების საუკეთესო გზა არის. იგი, ასევე, გაგიუმჯობესებთ ძილს და ზოგად მდგომარეობას.
  • გამოიძინეთ: იძინეთ ღამით სრულფასოვანი ძილით და დღის განმავლობაში თავი აარიდეთ წათვლემებს. კომფორტული საწოლი, მინიმალური ხმაური და სინათლე, შემცირებული კოფეინი და ალკოჰოლი დაგეხმარებათ სრულფასოვნად იძინოთ.
  • მართეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა: კვლევებმა აჩვენა, რომ განწყობას შეუძლია დადებითი გავლენის მოხდენა დაღლილობასა და გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებულ დეპრესიაზე. მოძებნეთ დრო და დაისვენეთ. სცადეთ მასაჟი, იოგა, მედიტაცია ან არომათერაპია. 

  • შექმენით თქვენთვის კომფორტული ტემპერატურა: არ გადახურდეთ ან გადაცივდეთ, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს  თქვენს დაღლილობაზე. თუ თქვენ გრძნობთ რომ გადახურდით და გაგრილება გჭირდებათ, ატარეთ ყინულის შეკვრები.  
  • მოძებნეთ თქვენთვის მოსახერხებელი პოზა: კომფორტული პოზა, შესაძლოა დაგეხმაროთ ენერგიის შენარჩუნებაში

Quote marks

როდესაც ვგრძნობ გადაღლას, მსუბუქი ვარჯიშები მეხმარება. ასეთ დროს, ყველაზე რთულია დივანიდან ადგომა, მაგრამ თუ შეძლებთ და ადგებით, ბევრად უკეთ იგრძნობთ თავს.

კონორი

კონორი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან

დაღლილობასთან გამკლავების რჩევები:

თქვენი ენერგიის მართვის გარდა, თქვენ გჭირდებათ თქვენს დაღლილობასთან გამკლავება

  • აწარმოეთ დაღლილობის ჟურნალი: ჩაინიშნეთ რა გღლით, ეს დაგეხმარებათ მომავალში თავიდან აირიდოთ ან მომზადებული შეხვდეთ დამღლელ საქმიანობას.
  • დაგეგმეთ წინასწარ: ძირითადი საქმიანობა შეასრულეთ, როდესაც მეტად ენერგიულად გრძნობთ თავს. არ დაგავიწყდეთ შესვენებების დაგეგმვა.
  • დაღლილობის პარალელურად მუშაობა: დაელაპარაკეთ თქვენს დამქირავებელს შესაძლო ადაპტირებული სამუშაო პირობების შესახებ, როგორიცაა მოსახერხებელი სამუშაო საათები, სახლიდან მუშაობა, შესვენებების გაწერა დღის განმავლობაში, სამსახურთან ახლოს მდებარე პარკინგის ადგილი. გადადით გვერდზე სამსახური და კარიერა და წაიკითხეთ მეტი.
  • მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობის მდგომარეობას: გაფანტული სკლეროზის გარდა, დაღლილობის გამოწვევა შეუძლია, ასევე, ანემიას, დეპრესიას, ძილის დარღვევას, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს. გაიარეთ კონსულტაცია ჯანდაცვის სპეციალისტების გუნდთან, რათა თქვენი დაღლილობის დამატებითი გამომწვევები გამორიცხოთ ან არსებობის შემთხვევაში მართოთ ისინი. 

 

Quote marks

ხანდახან დაღლილობა მოდის ტალღისებურად და თქვენ გიჭირთ მისი მართვა. ასეთ დროს, თქვენ უბრალოდ უნდა დაისვენოთ. აიღეთ 5-10 წუთი და დაისვენეთ. მიეცით თქვენს თავს ეს 10 წუთი და შემდეგ შეძლებთ „თამაშში“ დაბრუნებას. 

გრეისი

გრეისი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან

Quote marks

ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი, საკუთარი თავის მიმართ. აუხსენით ადამიანებს, რომ დაღლილობა არის გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი და ნუ მოიბოდიშებთ ამის გამო.

ქეთი

ქეთი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან 2016 წლიდან

დაღლილობის მკურნალობა

დაღლილობის სპეციფიური მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და ის მოგცემთ სასარგებლო რჩევებს, თუ როგორ მართოთ თქვენი სიმპტომი.

არავინ ირჩევს გაფანტულ სკლეროზს, მაგრამ დაავადების მართვა შეუძლია ყველას.

სტატიები გაფანტული სკლეროზის შესახებ.

მიიღეთ ინფორმაცია, რათა დაავადების მკურნალობის შესახებ უკეთ მიიღოთ გადაწყვეტილება


ბალანსი | MS Resistance

ბალანსი

გაფანტული სკლეროზის(გს) სპაზმები

სპაზმები

  1. Induruwa I, et al. J Neurol Sci. 2012;323:9–15.
  2. NCBI. Characteristics and Management of Major Symptoms. https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK222388/ [accessed July 2020].
  3. Gelfand JM. Handb Clin Neurol. 2014;122:269–90.
  4. NICE CG186. Multiple sclerosis in adults: management (updated November 2019) https://www.nice.org.uk/guidance/cg186 [accessed July 2020].
  5. Gümüş, H. Arch Neuropsychiatry 2018;55(Suppl 1):S76−79.
  6. NICE CKS. Multiple Sclerosis (updated Oct 2019). https://cks.nice.org.uk/multiple-sclerosis [accessed July 2020].
  7. Joy JE, et al. Institute of Medicine. In; J.E Joy, R.B. Johnson, Jr. Multiple Sclerosis: Current Status and Strategies for the Future. Washington, DC: The National Academies Press. 2001;177–240.
  8. Braley TJ, Chervin RD. Sleep. 2010;33:1061–7.
  9. Manjaly ZA, et al. J Neurol Neurosurg Psychiatry. 2019;90:642–51.
  10. WebMD. Fight MS Fatigue. https://www.webmd.com/multiple-sclerosis/ms-fatigue [accessed July 2020].
  11. Irish LA, et al. Sleep Med Rev 2016;22:23–36.
  12. Simpson R, et al. BMC Neurol. 2014;14:15.
  13. MS International Federation. Fatigue: an invisible symptom of MS. http://www.msif.org/wp-content/uploads/2020/04/MS-FATIGUE-BOOKLET-WEB.pdf [accessed July 2020].
  14. Mulligan H, et al. Int J MS Care 2016;18:27–32.
  15. Tur C, et al. Curr Treat Options Neurol. 2016;18:26.
  16. van Kessel K, et al. Psychosom Med. 2008;70:205–13.
  17. Shaygannejad V, et al. Neurol Res. 2012;34:854–8.
  18. Dobryakova E, et al. Front Neurol. 2015;6:52.