სპაზმები
გაფანტულმა სკლეროზმა შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სპაზმი. მოდით ერთად შევამციროთ მისი ზეგავლენა.
კუნთების სპაზმი და დაჭიმულობა გაფანტული სკლეროზით მცხოვრები ადამიანების 80%-ს აწუხებს.1,4 კუნთების სპაზმი მოულოდნელად ჩნდება, მისი მიზეზია თქვენი კუნთების უეცარი შეკუმშვა და, შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ხელების ან ფეხების მოხრა.2
სპაზმს შეუძლია გამოიწვიოს თქვენი კუნთების განგრძობითი შეკუმშვა ან შეკუმშვა-მოდუნება.3,7
სპაზმი შესაძლოა გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, სადაც კუნთია: 1
- ხელები და ფეხები
- ნაწლავები და შარდის ბუშტი
- სახე
- ენა
- ყელი
- გულმკერდი და ტორსი
დაჭიმულობა გაფანტული სკლეროზის გავრცელებული სიმპტომია. ზოგიერთ ადამიანში დაჭიმულობა და სპაზმი იწვევს ტკივილს. გადადით ტკივილის გვერდზე და წაიკითხეთ როგორ მართოთ გაფანტული სკლეროზით გამოწვეული ტკივილი.
ზოგიერთი ადამიანისთვის სპაზმი გაფანტულ სკლეროზთან ერთად, ცხოვრების ნაწილია. შარდის ბუშტისა და ნაწლავის სპაზმის შესახებ საუბარი იწვევს უხერხულობას, მაგრამ მკურნალ ექიმთან საუბარი დაგეხმარებათ სწორი მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაში.
სპაზმის შესახებ საუბარი იწვევს უხერხულობას, მაგრამ მკურნალ ექიმთან საუბარი დაგეხმარებათ სწორი მკურნალობის სტრატეგიის შერჩევაში.
ქეთი
კუნთების სპაზმი, ისევე როგორც გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომები, გამოწვეულია ნერვული უჯრედების დაზიანებით თავისა და ზურგის ტვინში. დაზიანებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ნერვულ უჯრედებსა და კუნთებს შორის კავშირის შეფერხება. 6
კუნთების სპაზმი8, ისევე როგორც გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომები, გამოწვეულია ნერვის დაზიანებით თავისა და ზურგის ტვინში. დაზიანებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინსა და კუნთებს შორის კავშირის შეფერხება.9
წაიკითხეთ მეტი სპაზმის სახეობებსა და მათი მართვის გზებზე 7,10,11
რა არის სპაზმი ფეხებში?
სპაზმი ფეხებში, გაფანტული სკლეროზის სპაზმის ყველაზე გავრცელებული ტიპია, მაგრამ ის, შესაძლოა განსხვავებულად იყოს წარმოდგენილი ყველა ადამიანში. სპაზმის მიზეზი შეიძლება გახდეს მომატებული ტემპერატურა ან მაღალი ტენიანობა.10,11
ქეთი
როგორ შემიძალია ფეხებში სპაზმის მართვა?
- ვარჯიში: ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც აძლიერებს კუნთს, დაგეხმარებათ. თუ, თქვენი ხელ-ფეხი სუსტია, განსაკუთრებით დაგეხმარებათ ისეთი ვარჯიშები, როგორიცაა იოგა და წყლის ვარჯიშები.12,13
- გაწელვა: სპაზმისა და დაჭიმულობის შესამცირებლად არსებობს სპეციალური გაწელვითი ვარჯიშები.12
- თბილი აბაზანები: უზრუნველყოფს კუნთების რელაქსაციას. ზოგიერთ ადამიანში სითბო ამწვავებს გაფანტული სკლეროზის სიმტპომებს. თუ, თქვენ მიეკუთვნებით მათ რიცხვს, ეს მეთოდი არ გამოგადგებათ.
- რელაქსაცია: შფოთვამ და აღელვებამ, შესაძლოა გაამწვავოს კუნთების დაჭიმულობა. იხილეთ მენტალური ჯანმრთელობის გვერდი, რათა გაიგოთ მეტი სტრესისა და შფოთვის მართვის შესახებ.
- ნერვის ელექტრული სტიმულაცია კანის გავლით: ეს არის პატარა დანადგარი, რომელიც მუშაობს ელემენტებზე და მიერთებულია ელექტროდებზე. იგი ახდენს კუნთების სტიმულაციას და ამცირებს დაჭიმულობას.
- ფეხის საყრდენი: შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ფეხების საყრდენი, რათა თავიდან აიცილოთ უკონტროლო მოძრაობები.
- ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები: შესაძლოა, ექიმმა დაგინიშნოთ მედიკამენტი, რომლებიც დაგეხმარებათ კუნთების რელაქსაციაში.12
სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ის გირჩევთ, რომელი მეთოდი იქნება თქვენთვის ყველაზე ეფექტური.
რა არის შარდის ბუშტის სპაზმები?
შარდის ბუშტის სპაზმის დროს, შესაძლოა თქვენ მეტად ხშირად იგრძნოთ შარდვის სურვილი.1,7 შარდის ბუშტის სპაზმები გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე.14
გრეისი
ქეთი
შარდის ბუშტის კუნთების უნებლიე შეკუმშვის დროს, ჩნდება სპაზმები. ასეთ დროს, თქვენ მეტად ხშირად გიწევთ საპირფარეშოში შესვლა. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების ორ მესამედს, აწუხებს გახშირებული შარდვა, რაც გამოწვეულია სპაზმებით..8
როგორ შემიძლია შარდის ბუშტის სპაზმების მართვა?
შარდის ბუშტის სპაზმების სრულად შეჩერება შეუძლებელია, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მისგან გამოწვეული პრობლემების თავიდან აცილება.14,17,18
- აკონტროლეთ სითხის მიღება: მიიღეთ 6-8 ჭიქა წყალი დღის განმავლობაში. თავი შეიკავეთ ერთჯერადად დიდი რაოდენობით სითხის მიღებისგან, თუ არ ხართ საპირფარეშოსთან ახლოს.
- შეამცირეთ კოფეინი (ჩაი, ყავა) და ალკოჰოლი: ორივე მათგანი დიურეტიკია (შარდმდენი).
- ვარჯიში: თუ თქვენ გაწუხებთ შარდის ბუშტის პრობლემები, კეგელის ვარჯიშები დაგეხმარებათ შარდვის შეუკავებლობის პრობლემის გადალახვაში.
- შეამცირეთ ან შეწყვიტეთ მოწევა: ამ გზით შეამცირებთ ხველას, რაც ამცირებს შარდის ბუშტზე ზეწოლას.
- გამოიყენეთ თავდაცვითი საშუალებები: ჰიგიენური საფენები ან სხვა საშუალებები დაგეხმარებათ მეტად დაცულად და თავდაჯერებულად იგრძნოთ თავი.
არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ექიმის მიერ ინიშნება და კუნთების შეკუმშვის დაბლოკვის გზით ახდენს შარდის ბუშტის მოდუნებას.
ქეთი
ქეთი
რა არის რექტალური სპაზმები და ნაწლავის პრობლემები?
გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრები ადამიანების ნაწილს, აწუხებს რექტალური სპაზმები და ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა ყაბზობა, დიარეა და უნებლიე დეფეკაცია.19კვლევების თანახმად, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანების 50%-ში აღინიშნება ნაწლავის პრობლემები, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.20,21
როგორ შემიძლია რექტალური სპაზმებისა და ნაწლავის პრობლემების მართვა?
რექტალური სპაზმებისა და ნაწლავის პრობლემების შემცირება, შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:
- თბილი აბაზანა: შესაძლოა შეამციროს სპაზმით გამოწვეული ტკივილი და მოახდინოს კუნთების რელაქსაცია. დარწმუნდით, რომ თქვენი აბაზანა არ არის ცხელი, რადგან მაღალმა ტემპერატურამ, შესაძლოა გამოიწვიოს სიმპტომების გამწვავება. 6,11
- მიიღეთ სითხე: დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი დღეში. ეს შეამცირებს ყაბზობას.10,21
- მიიღეთ ბოჭკოვანი საკვები: ხილი და ბოსტნეული ამცირებს ყაბზობას.19,21
- შეიმუშავეთ რეგულარული რეჟიმი: სცადეთ საპირფარეშოში შეხვიდეთ ერთსა და იმავე დროს.12,23
- ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები: თუ თქვენი ნაწლავის პრობლემები მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ექიმს შეუძლია ყაბზობის ან ფაღარათის სამკურნალო მედიკამენტების დანიშვნა.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, მას შეუძლია გირჩიოთ რექტალური სპაზმების მართვის საუკეთესო გზა, რათა შეამციროთ სიმპტომების ზეგავლენა თქვენს ცხოვრებაზე.
(ჰემიფაციალური) სახის კუნთების სპაზმები მდგომარეობაა, როცა სახის ერთი ნახევრის კუნთები იკუმშება თვითნებურად. სახის საპზმები გაფანტული სკლეროზის საკმაოდ იშვიათი სიმპტომია.25
თუ შეამჩნევთ ფაციალურ სპაზმებს, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.26
არავინ ირჩევს გაფანტულ სკლეროზს, მაგრამ დაავადების მართვა შეუძლია ყველას.
გაიგეთ მეტი გაფანტული სკლეროზის სიმპტომების შესახებ.
- MS Society. Spasms and stiffness. https://www.mssociety.org.uk/about-ms/signs-and-symptoms/spasms-and-stiffness/treating-spasms-and-stiffness. [accessed July 2020].
- NICE Clinical Guidance 186. Multiple Sclerosis in Adults: management. https://www.nice.org.uk/guidance/cg186 [accessed July 2020].
- Balci BP. Arch Neuropsychiatry 2018:55(Suppl 1):S49–53.
- MS Trust. Spasticity and Spasms. https://www.mstrust.org.uk/a-z/spasticity-and-spasms#what-is-the-difference-between-spasticity-and-spasms [accessed July 2020].
- Smith PEM. J Neurol Neurosurg Psychiatry 2001;70(Suppl II):ii9-ii14.
- Epilepsy.com. Clonic seizures. https://www.epilepsy.com/learn/types-seizures/clonic-seizures [accessed July 2020].
- National MS Society. Spasticity. https://www.nationalmssociety.org/Symptoms-Diagnosis/MS-Symptoms/Spasticity [accessed July 2020].
- Gelfand JM. Handb Clin Neurol. 2014;122:269–90.
- NCBI Bookshelf. Characteristics and Management of Major Symptoms – MS https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK222388/ [accessed July 2020].
- NICE CKS. Multiple Sclerosis. https://cks.nice.org.uk/multiple-sclerosis [accessed July 2020].
- MedlinePlus. Caring for muscle spasticity or spasms https://medlineplus.gov/ency/patientinstructions/000063.htm [accessed July 2020].
- MS News Today. Need to Know: How to Manage MS Leg Spasticity. https://multiplesclerosisnewstoday.com/2019/01/10/leg-spasticity-manage-ms-need-to-know/ [accessed July 2020].
- Healthline. Open swim: multiple sclerosis water therapy. https://www.healthline.com/health/multiple-water-therapy [accessed July 2020].
- Healthline. Everything you need to know about bladder spasms. https://www.healthline.com/health/bladder-spasms [accessed July 2020].
- MSAA. Bladder Dysfunction. https://mymsaa.org/ms-information/symptoms/bladder-dysfunction/ [accessed July 2020].
- Mahadeva A, et al. Am J Clin Exp Immunol 2014;3(1):57–67.
- Namey M, et al. Int J MS Care 2012;14(Suppl I):1–26.
- NHS. 10 ways to stop leaks. https://www.nhs.uk/conditions/urinary-incontinence/10-ways-to-stop-leaks/ [accessed July 2020].
- MS Trust. Bowel Problems. https://www.mstrust.org.uk/a-z/bowel-problems [accessed July 2020].
- Levinthal DJ et al. Mult Scl Int. 2013; doi: 10.1155/2013/319201.
- National MS Society UK. Bowel Problems. https://www.nationalmssociety.org/Symptoms-Diagnosis/MS-Symptoms/Bowel-Problems [accessed July 2020].
- Jeyarajah S, Purkayastha S. CMAJ Practice. 2013; 2013, 185(5) (appendix).
- Preziozi G, et al. Degener Neurol Neuromuscul Dis. 2018:79–90.
- National MS Society. Bowel problems: the basic facts. Multiple sclerosis. https://www.nationalmssociety.org/NationalMSSociety/media/MSNationalFiles/Brochures/Brochure-Bowel-Problems.pdf [accessed July 2020].
- Medical News Today. Hemifacial spasm: what you need to know. https://www.medicalnewstoday.com/articles/319591#causes [accessed July 2020].
- Hertz R, et al. Case Rep Neurol Med. 2017;2017:7180560. doi: 10.1155/2017/7180560.