გაფანტული სკლეროზი მოქმედებს თქვენს ემოციებზე. მოდით, მივცეთ გაფანტულ სკლეროზს სხვა „საქმე“

ემოციური და მენტალური კომფორტი (კარგად ყოფნა), ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველას გვაქვს აღმა და დაღმა სვლები და,  როდესაც გაფანტული სკლეროზით ცხოვრობთ, უჩვეულო არ არის ისეთი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ქონა, როგორიცაა სტრესი, შფოთვა

და დეპრესია. გახსოვდეთ, რომ ეს გრძნობები სრულიად ნორმალურია და თქვენ მარტო არ ხართ. მკურნალობა, კონსულტირება და თვითდახმარების ტექნიკები ხელს შეგიწყობთ, რომ უფრო ადვილად გაუმკლავდეთ გაფანტულ სკლეროზს. ჩვენ ვეცდებით მოგცეთ რჩევები, რათა დაგეხმაროთ აკონტროლოთ თქვენი მენტალური ჯანმრთელობა, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და იცხოვროთ თქვენი სურვილისამებრ.

ცნობილია, რომ გაფანტული სკლეროზით მცხოვრები ადამიანების 60% -ს აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. კავშირი გაფანტულ სკლეროზსა და მენტალურ ჯანმრთელობას შორის კომპლექსური და ყველასთვის სხვადასხვაგვარია.

არ არის ნათელი, გაფანტული სკლეროზის დროს, რა იწვევს განწყობის, ემოციების და ქცევის ცვლილებას: ეს გამოწვეულია დაავადების უშუალო გავლენით თავის ტვინზე, თუ წარმოადგენს გაფანტული სკლეროზით ცხოვრების არაპირდაპირ ეფექტს? მაგალითად, გუნება-განწყობის ან ემოციების ცვლილებები შეიძლება უკავშირდებოდეს დაავადების დიაგნოზის გაგებას, დაკავშირებული იყოს მომავლის და მედიკამენტების შესაძლო გვერდითი ეფექტების შიშთან.1,2

იმის მიუხედავად, თუ რა არის თქვენი შფოთვის, სტრესის ან უხასიათობის მიზეზი, არსებობს ამ გრძნობებთან და ემოციებთან გამკლავების გზები. ამისთვის, ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ სპეციალური წამლები.  ასევე, გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური თერაპიის და კონსულტირების შესაძლებლობები. გადადგით პირველი ნაბიჯი - მოუყევით თქვენს მკურნალ გუნდს თქვენი გრძნობების შესახებ, რათა იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი გამოსავალი.

ქეთს ჰქონდა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები. მას გუნება-განწყობის მკვეთრი ცვალებადობა და პანიკური შეტევები აღენიშნებოდა, რაც ძალიან აწუხებდა. როდესაც ეს პრობლემა მისი ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხო, მან გადაწყვიტა ემოქმედა.

ქეთმა გული გადაუშალა თავის ექიმს.

“ექიმთან საუბარი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ემოციური კომფორტის აღდგენის გზაზე“

ქეთი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2016 წლიდან
rmsLabelViewAuthorProfile

თავის გრძნობებზე იმ ადამიანთან საუბარმა, რომელსაც ენდობოდა, ქეთს მისცა ძალა, კვლავ აღედგინა კონტროლი. ახლა მან იცის, რომ ემოციური კომფორტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაფანტული სკლეროზის სხვა ასპექტები. იგი რეგულარულად  უყვება ექიმს, თუ რას განიცდის, რა გრძნობები ეუფლება და ატყობინებს   გუნება-განწყობის ცვლილების შესახებ.

ქეთი დაუკავშირდა მეგობრებს, ოჯახს და გაფანტული სკლეროზის უფრო ფართო საზოგადოებას.

“მე ვანდობდი ჩემს ფიქრებს და გრძნობებს იმ ადამიანებს, რომლებიც მიგებდნენ. მათ შეეძლოთ გაეზიარებინათ თავისი გამოცდილება და ცოდნა“

ქეთი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2016 წლიდან
rmsLabelViewAuthorProfile

ქეთმა გარკვეული შვება ჰპოვა                             გაფანტული სკლეროზის მხარდამჭერ ჯგუფებთან კავშირით.

მან, ასევე, კომფორტი იპოვა მეგობრების და ოჯახის წრეში. მიუხედავად იმისა, რომ ახლობელ ადამიანებთან შეიძლება რთული იყოს თქვენს დიაგნოზზე საუბარი, ისინი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი წყარო არიან მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.3 გადადით ჩვენს ურთიერთობების გვერდზე და გაიგეთ მეტი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან პოზიტიური საუბრის შესახებ.

ქეთის ძირითადი ხერხები მენტალური ჯანმრთელობის და კომფორტის შესანარჩუნებლად

  1. ისუნთქეთ ღრმად, ეს დაგეხმარებათ შეამცირით სტრესი და თავიდან აიცილოთ პანიკა
  2. გამოიყენეთ მედიტაციის აპლიკაციები, რაც დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში
  3. საკმარისად დაისვენეთ
  4. დაუკავშირდით შესაბამის ინტერნეტ -ჯგუფებს, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება
  5. შემოიკრიბეთ გარშემო პოზიტიური ხალხი
  6. ესაუბრეთ თქვენს ექიმს, ოჯახს და მეგობრებს თქვენი გრძნობების შესახებ
  7. გამოყავით დღე, რომელსაც მხოლოდ თქვენს თავს დაუთმობთ - წახვალთ საყიდლებზე, უყურებთ ფილმს, ან უბრალოდ ყავას დალევთ კაფეში.  ასეთ მარტივ რაღაცეებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ!
  8. ნუ შეგეშინდებათ ექიმს გაესაუბროთ და შესაბამისი წამლები მიიღოთ.

გაფანტული სკლეროზი უნიკალური გამოწვევების წინაშე გაყენებთ, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ. არსებობს არა ერთი სტრეტეგია იმისთვის, თუ როგორ გაუმკლევდეთ ამ გამოწვევებს. ამაში შედის მედიკამენტები, ფსიქოლოგიური თერაპია და კონსულტირების სხვადასხვა ფორმა.

განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ მეტი, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს - კონკრეტულად თქვენთვის შესაფერისი ტექნიკის შესარჩევად.

მედიკამენტი შეიძლება დაგინიშნით ექიმმა იმისთვის, რომ შეგიმსუბუქოთ დეპრესია და შფოთვა. მედიკამენტების პარალელურად შეიძლება შემოგთავაზონ სხვა ტექნიკაც, მაგალითად კონსულტირება.

ფსიქოლოგიური თერაპია გეხმარებათ შეცვალოთ თქვენი ფიქრები ისე, რომ გადალახოთ უარყოფითი გრძნობები და რეაქციები გარკვეული სიტუაციების მიმართ.5

მაგალითად, ის დაგეხმარებათ, რომ თავიდანვე ამოიცნოთ ნეგატიური ფიქრები და შეცვალოთ თქვენი მათზე რეაგირება, გასწავლით როგორ უპასუხოთ მათ კონსტრუქციულად და არა უარყოფითი ემოციით. ეს მეთოდები ეხმარება გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს, გაუმკლავდნენ დეპრესიას, შფოთვას და დაღლილობის გრძნობას.

კონსულტირება, ანუ საუბრით თერაპია გულისხმობს ტრენირებულ პროფესიონალთან კონფიდენციალურ საუბარს, პირისპირ, ტელეფონის ან ინტერნეტის საშუალებით. მისი მიზანია დაგეხმაროთ ემოციური პრობლემების დაძლევაში, რომლებიც გაფანტულ სკლეროზთან ერთად  ცხოვრების დროს გაქვთ. ამ სესიების ფორმატი ინდივიდუალურია და ჩვეულებრივ რამოდენიმე საუბრისგან შედგება.

გაფანტულ სკლეროზს შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ურთიერთობებზე , მაგრამ არ შეუძლია დაანგრიოს ისინი.

გაფანტული სკლეროზი და ურთიერთობები. გაიგეთ მეტი.

• გაფანტულმა სკლეროზმა შეიძლება მეტყველება წაგართვათ, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გააგონოთ.

შეარჩიეთ სიტყვები, ეს დაგეხმარებათ..
იპოვეთ მხარდაჭერა თქვენთვის

გაფანტული სკლეროზი და მენტალური ჯანმრთელობა

გაიგეთ მეტი, როგორ შიძლება გაფანტულმა სკლეროზმა გავლენა მოახდინოს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
/content/the-ms-resistance/ge/ka/living-with-ms/mental-health
  1. Murphy R, et al. J Neurol Neurosurg Psychiatry. 2017;88:697–708.
  2. Multiple Sclerosis Society. Causes of mental health problems. https://www.mssociety.org.uk/about-ms/signs-and-symptoms/mental-health/causes-of-mental-health-problems [accessed May 2020].
  3. Multiple Sclerosis Trust. Anxiety. https://www.mstrust.org.uk/a-z/anxiety [accessed May 2020].
  4. Chwastiak LA, Ehde DM. Psychiatr Clin North Am. 2007;30:803–817.
  5. Multiple Sclerosis Trust. Psychological therapies: counselling. https://www.mstrust.org.uk/a-z/psychological-therapies [accessed May 2020].
  6. Multiple Sclerosis Trust. Cognitive behavioural therapy (CBT). https://www.mstrust.org.uk/a-z/cognitive-behavioural-therapy-cbt [accessed May 2020].
  7. Hind D, et al. BMC Psychiatry. 2014;14:5.
  8. Kiropoulos LA, et al. BMC Psychiatry. 2016;16:435.
  9. Multiple Sclerosis Trust. Counselling. https://www.mstrust.org.uk/a-z/counselling [accessed May 2020].