გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ტიპები

გაფანტული სკლეროზის მკურნალობა

დღესდღეობით არსებობს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ფართო არჩევანი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გქონდეთ ინფორმაცია თქვენი დაავადების მკურნალობის შესახებ.

არსებობს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის 3 ძირითადი ტიპი:

განაგრძეთ კითხვა, რათა გაიგოთ მეტი გაფანტული სკლეროზის მკურნალობის შესახებ

მკურნალობა ამსუბუქებს გამწვავებებს, რა დროსაც მოულოდნელად ჩნდება ან უარესდება სიმპტომები და გრძელდება 24 საათი ან მეტი. რიგ შემთხვევებში, გამწვავებები შესაძლოა მკურნალობის გარეშეც შემსუბუქდეს.

კორტიკოსტეროიდები

ჰორმონები, რომლებიც მოქმედებს იმუნურ სისტემაზე და ამცირებს ანთებას

არსებობს სიმპტომების მართვის რამოდენიმე გზა და თქვენ დაგჭირდებათ მისი ინდივიდუალურად შერჩევა.

სიმპტომების მართვა მოიცავს: სპეციფიურ სავარჯიშოებს, დიეტას, ცხოვრების წესის მოდიფიცირებას და სხვა.

თქვენმა ნევროლოგმა, შესაძლოა დამატებით შემოგთავაზოთ:

ოკუპაციური თერაპია

ოკუპაციური თერაპია, გაძლევთ საშუალებას დაგეგმოთ თქვენი ყოველდღიური აქტივობები, ასევე, გასწავლით, თუ როგორ გაუმკლავდეთ სიმპტომებს (დაბუჟება, ტრემორი), რათა მათ ნაკლები გავლენა მოახდინონ თქვენს ცხოვრებაზე.

ფიზიოთერაპია

თუ გქონიათ შეტევა (რეციდივი) ან გიგრძელდებათ სიმპტომები, ფიზიოთერაპია დაგეხმარებათ, რადგან ის მოიცავს ფიზიკურ აქტივობებსა და ვარჯიშებს, რომლებიც ეხმარება სპეციფიური სიმპტომების მართვას, როგორიცაა მოძრაობის შეზღუდვა და კუნთების სპაზმი, ასევე, საერთო ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებას.

მეტყველების თერაპია

თუ გაქვთ მეტყველებასთან ან ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები, მეტყველებისა და ენის თერაპევტი, შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების შემსუბუქებაში. ისინი შეგასწავლიან სუნთქვისა და კუნთების სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ მეტყველებისა და ყლაპვის გაუმჯობესებაში.

ფსიქოლოგის დახმარება

ფსიქოლოგიური დახმარება გასწავლით, თუ როგორ მართოთ მენტალური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა. „მეტყველების თერაპია“ დაგეხმარებათ, გარკვეულ სიტუაციებში, პოზიტიური განწყობის შენარჩუნებაში, გაიუმჯობესოთ თქვენი მენტალური მდგომარეობა და გახდეთ რეზისტენტული გაფანტული სკლეროზის გავლენის მიმართ თქვენს ცხოვრებაზე.

წაიკითხეთ მეტი ფსიქოლოგიური დახმარების შესახებ მენტალური ჯანმრთელობის გვერდზე

დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია ვერ ახდენს უკვე დაზიანებული ნერვული უჯრედების აღდგენას, მას შეუძლია დაავადების პროგრესირების შენელება და გამწვავებების (რეციდივების) შემცირება.

დღესდღეობით არსებობს დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპიული საშუალებები, რომლებიც განსხვავდება მოქმედების მექანიზმით, გვერდითი მოვლენებით, მიღების წესითა და თანმდევი აუცილებელი კვლევებით.

მნიშვნელოვანია, მკურნალ ექიმთან განიხილოთ რომელი მედიკამენტი არის თქვენთვის მეტად მისაღები, მიღების ფორმასთან ერთად, ასევე, გასათვალისწინებელია თერაპიის შესაძლო გვერდითი მოვლენები. მეტი ინფორმაციისთვის, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს და გაეცანით პაციენტის ბროშურას,  თითოეულ მედიკამენტთან დაკავშირებით.

‡ მკურნალობის დაწყება და შემდგომი მართვა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის გამოცდილება.

მზად ხართ მკურნალ ექიმთან განიხილოთ თქვენი დაავადების მკურნალობის სტრატეგიის შესახებ?

დიახ, მე ვარ ინფორმირებული და მზად ვარ ამ თემაზე სალაპარაკოდ

არავინ ირჩევს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს, მაგრამ დაავადების მართვა შეუძლია ყველას1.

გაესაუბრეთ თქვენს ნევროლოგს, დაავადების მართვის შესახებ და შეჯერდით თქვენთის მოსახერხებელ გეგმაზე.

მეტი ინფორმაციისთის იხილეთ გვერდი გაფანტული სკლეროზის შესახებ
არ ვარ დარწმუნებული, დამატებით მჭირდება ინფორმაცია, რათა მეტად მომზადებული ვიყო

არავინ ირჩევს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს, მაგრამ დაავადების მართვა შეუძლია ყველას1.

ჩვენ ვარსებობთ, რათა მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რომ მომზადებული შეხვდეთ თქვენს ნევროლოგს და ერთად გაწეროთ თქვენი გაფანტული სკლეროზის მართის გეგმა.

მეტი ინფორმაციისთის იხილეთ გვერდი გაფანტული სკლეროზის შესახებ
არ მაქვს ინფორმაცია

არავინ ირჩევს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზს, მაგრამ დაავადების მართვა შეუძლია ყველას1.

ჩვენ დაგეხმარებით გაფანტული სკლეროზის მართვის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში

მეტი ინფორმაციისთის იხილეთ გვერდი გაფანტული სკლეროზის შესახებ

გაფანტულმა სკლეროზმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე, მაგრამ მან არ უნდა შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

ახლა უკვე იცით, როგორ მართოთ თქვენი გაფანტული სკლეროზი, გაიგეთ მეტი, როგორ იცხოვროთ მასთან ერთად.
გაიგეთ მეტი გაფანტულ სკლეროზთან ერთად თანაცხოვრებაზე

იხილეთ სტატიები გაფანტული სკლეროზის მართვის შესახებ.

სტატიები დაგეხმარებათ, თქვენი დაავადების მართვის გადაწყვეტილების მიღების დროს
/content/the-ms-resistance/ge/ka/treatment-options
  1. MS Society. Treatments and therapies. https://www.mssociety.org.uk/about-ms/treatments-and-therapies [accessed June 2020].
  2. MS Trust. Disease modifying drugs. https://www.mstrust.org.uk/about-ms/ms-treatments/disease-modifying-drugs-dmds [accessed June 2020].
  3. Berkovich R. Neurotherapeutics. 2013;10:97–105.
  4. National Multiple Sclerosis Society. Medications. https://www.nationalmssociety.org/Treating-MS/Medications [accessed June 2020].
  5. National Multiple Sclerosis Society. Symptom management. https://www.nationalmssociety.org/For-Professionals/Clinical-Care/Managing-MS/Symptom-Management [accessed June 2020].
  6. AAN. Summary of practice guideline for patients and their families. https://www.aan.com/Guidelines/Home/GetGuidelineContent/905 [accessed June 2020].
  7. MS Society. Disease modifying therapies. https://www.mssociety.org.uk/about-ms/treatments-and-therapies/disease-modifying-therapies [accessed June 2020].
  8. MS Trust. Steroid methylprednisolone. https://www.mstrust.org.uk/a-z/steroids-methylprednisolone [accessed June 2020].
  9. Word Health Organization. Healthy diet. https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/healthy-diet [accessed June 2020].
  10. MS Trust. How is MS treated? https://www.mstrust.org.uk/about-ms/how-ms-treated [accessed June 2020].
  11. MS Society. Occupational therapy and MS. https://www.mssociety.org.uk/care-and-support/resources-and-publications/publications-search/occupational-therapy-and-ms [accessed June 2020].
  12. Learmonth YC, et al. Phys Ther Rev. 2016;21:160–72.
  13. Etoom M, et al. Am J Phys Med Rehabil. 2018;97:793–807.
  14. MS Society. How can speech and language therapists help. https://www.mstrust.org.uk/news/views-and-comments/how-can-speech-and-language-therapists-help [accessed June 2020].
  15. Burks JS, et al. Ann Indian Acad Neurol. 2009;12:296–306.
  16. Murphy R, et al. J Neurol Neurosurg Psychiatry. 2017;88:697–708 .
  17. MS Trust. Cognitive behavioural therapy. https://www.mstrust.org.uk/a-z/cognitive-behavioural-therapy-cbt [accessed June 2020].
  18. Mavenclad (cladribine) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/8435/smpc [accessed June 2020].
  19. Tecfidera (dimethyl-fumarate) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/5256/smpc [accessed June 2020].
  20. Gilenya (fingolimod) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/4545/smpc [accessed June 2020].
  21. MS Trust. Fingolimod. https://www.mstrust.org.uk/a-z/gilenya-fingolimod [accessed June 2020].
  22. Aubagio (teriflunomide) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/5244/smpc [accessed June 2020].
  23. MS Society. Teriflunomide. https://www.mssociety.org.uk/about-ms/treatments-and-therapies/disease-modifying-therapies/teriflunomide [accessed June 2020].
  24. Copaxone 20 mg (glatiramer acetate) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/183/smpc [accessed June 2020].
  25. Copaxone 40 mg (glatiramer acetate) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/7046/smpc [accessed June 2020].
  26. MS Trust. Copaxone. https://www.mstrust.org.uk/a-z/copaxone-glatiramer-acetate [accessed June 2020].
  27. Avonex (interferon beta-1a) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/886/smpc [accessed June 2020].
  28. Rebif (interferon beta-1a) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/8211/smpc [accessed June 2020].
  29. Betaferon (interferon beta-1b) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/1121/smpc [accessed June 2020].
  30. Plegridy (peginterferon beta-1a) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/3409/smpc [accessed June 2020].
  31. Lemtrada (alemtuzumab) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/5409/smpc [accessed June 2020].
  32. Tysabri (natalizumab) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/222/smpc [accessed June 2020].
  33. Ocrevus (ocrelizumab) summary of product characteristics. https://www.medicines.org.uk/emc/product/8898/smpc [accessed June 2020].