გაყიდვების წარმომადგენელი
მაიკი

მაიკი

გაყიდვების წარმომადგენელი

ასაკი: 29

ქვეყანა: გერმანია

ჰობი: სპორტულ დარბაზში ვარჯიში, კალათბურთი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2014 წლიდან

მე ვარ მაიკი, გაყიდვების წარმომადგენელი- სამედიცინო თავის მოვლის საშუალებების სფეროში. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამიდასტურდა 2014 წელს, მას შემდეგ, რაც დამეწყო სხეულის მარჯვენა ნახევრის დაბუჟება.

მე მიყვარს აქტიურად ცხოვრება, კალათბურთის თამაში. ეს ყველაფერი, სასარგებლოა ჩემი გონებისა და სხეულისთვის და მაქვს შეგრძნება, რომ ვაკონტროლებ ჩემს გაფანტულ სკლეროზს. 

იცხოვრეთ აქტიურად, მაგრამ გახსოვდეთ თქვენი შესაძლებლობები
სავარჯიშოდ არ არის აუცილებელი სპორტულ დარბაზში სიარული
იყავით პოზიტიური
გადადგით პატარა ნაბიჯები
ისაუბრეთ თქვენს პრობლემებსა და შიშეზე

1.   იცხოვრეთ აქტიურად, მაგრამ იცოდეთ თქვენი შესაძლებლობები
 

ჩემი გამოცდილებით, მთავარია დაიწყოთ ვარჯიში და როგორც კი შედეგებს იგრძნობთ, ვეღარ გაჩერდებით!

2.  სავარჯიშოდ არ არის აუცილებელი სპორტული დარბაზი.

ყოველდღიური აქტივობები ძალზედ მნიშვნელოვანია - თუ გაქვთ არჩევანი ლიფტით მგზავრობასა და კიბეზე ფეხით ასვლას შორის, არჩევანი გააკეთეთ უკანასკნელზე. 

3.   იყავით პოზიტიური

ნაკლებად ფოკუსირდით მიზნებზე, რომლის შესრულებაც შეუძლებელია და აქცენტი გააკეთეთ რეალისტურ მიზნებზე!

4.   გადადგით პატარა ნაბიჯები

ერთდროულად დიდ პრობლემებთან შეჯახების ნაცვლად, სცადეთ მათი ნაბიჯ-ნაბიჯ გადალახვა.

5.   ისაუბრეთ თქვენს პრობლემებსა და შიშებზე

თუ გვერდით არ გყავთ ახლობელი ადამიანი ვისაც დაელაპარაკებით, დაუკავშირდით მხარდამჭერთა ჯგუფებს. მსოფლიოს მასშტაბით 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად.

გახსოვდეთ, ერთად ჩვენ უფრო ძლიერი ვართ!

ჩვენი ყველა გაფანტული სკლეროზის რეზისტენტი პაციენტები მზად არიან მუდმივი მახრდაჭერისა და კომუნიკაციისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციებთან, მუშაობენ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.