დიაგნოსტიკა

გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში დრო გადამწყვეტია

დრო გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის დადგენამდე შეიძლება გაიწელოს, სანამ თქვენ ნერვიულობთ იმაზე, თუ რა გელით წინ. შეიძლება თქვენ გერჩივნოთ არც გაიგოთ დაავადების დიაგნოზი. ეს აბსოლუტურად ნორმალური გრძნობებია. თქვენი აქტიური  მონაწილეობა დიაგნოსტიკასა და დაავადების მართვაში, დაგეხმარებათ აკონტროლთ დაავადება და შეიქმნათ პოზიტიური განწყობა. 

Quote marks

“სანამ დიაგნოზს დამისვამდნენ, არ მინდოდა დამეჯერებინა რომ გაფანტული სკლეროზი მჭირს და როდესაც ეს გავიგე შოკირებული ვიყავი. მე მთლიანად მომიცვა ემოციებმა და მომავლის შიშმა -  გავიქეცი გარეთ და ვიტირე. მას შემდეგ, რაც გავიცანი გაფანტული სკლეროზის მქონე სხვა ადამიანები, აღმოვაჩინე, რომ ამ დაავადებით შეიძლება ხანგრძლივად და ნორმალურად ცხოვრება და ეს დამეხმარა მეგრძნო, რომ ისევ ვაკონტროლებ ჩემს ცხოვრებას და პოზიტიური განწყობა დამებრუნებინა.“ 

მაიკი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2014 წლიდან

პროფილის ნახვა
Quote marks

“რომ შემეძლოს დავბრუნდე იმ დროში, როდესაც დიაგნოზი პირველად გავიგე (2003 წელს), ბევრად პოზიტიურად და ოპტიმისტურად განწყობილი ვიქნებოდი - ამჟამად არსებობს მრავალი მხარდამჭერი ჯგუფი და ინტერნეტ ფორუმი, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენნაირ სიტუაციაში მყოფ სხვა ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც მრავალი წელია ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობენ  გაფანტული სკლეროზის დიაგნოზით.“ 

კონორი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან

პროფილის ნახვა

ნუ ეცდებით გადადოთ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის დადგენა. 

გაფანტული სკლეროზი დასაწყისიდანვე პროგრესირებს, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თქვენ სიმპტომებს შეამჩნევთ და დიაგნოზს დაადგენთ. 1 ამიტომ, რაც უფრო მალე გაარკვევთ, რომ დაავადება გაქვთ, მით უფრო ადრე შეძლებთ დაიწყოთ მოქმედება დაავადების პროგრესირების შესანელებლად. 1,2 დასაწყისიდანვე მკურნალობის და მართვის საუკეთესო გეგმის შემუშავება შეამცირებს გაფანტული სკლეროზის გავლენას თქვენს ამჟამინდელ და მომავალ ცხოვრებაზე.1

დაავადება ყველას სხვადასხვანაირად აზარალებს, ხოლო სიმპტომები მრავალი ლის მანძილზე შეიძლება პერიოდულად ჩნდებოდეს და ქრებოდეს.3,4 ეს დიაგნოსტიკის პროცესის კომპლექსურობას განაპირობებს, რაც შეიძლება დაუსრულებლად მოგჩვენოთ, მით უმეტეს, რომ გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტირებისთვის საჭიროა რამდენიმე გამოკვლევის და გასინჯვის ჩატარება.5

იყავით აქტიურად ჩართული დიაგნოსტირების პროცესში და მიიღეთ ინფორმაცია გამოკვლევების შესახებ: რას მოიცავს ისინი, რატომ ტარდება, რას აჩვენებს. აუცილებლად უთხარით თქვენს მკურნალ გუნდს ნებისმიერი ცვლილების შესახებ თქვენს მდგომარეობაში და დაუსვით ყველა კითხვა, რომელიც გამოკვლევის მეთოდებთან დაკავშირებით გაქვთ. 

დაიმახსოვრეთ: გაფანტული სკლეროზი პროგრესირებს დასაწყისიდანვე. გააღრმავეთ თქვენი ცოდნა და დროულად მიიღეთ მართვისა და მკურნალობის გეგმა.

Quote marks

“ჩემი რჩევაა თავიდანვე სერიოზულად მოეკიდოთ თქვენს სიმპტომებს და არ ეცადოთ დაემალოთ დიაგნოზს. თუ თავიდანვე იმოქმედებთ, შეძლებთ შეაფერხოთ გაფანტული სკლეროზის პროგრესირება და შეამციროთ მისგან მიღებული ზიანი“ 

გრეისი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან

პროფილის ნახვა
Quote marks

“მე ვფიქრობ, უფრო ყურადღებით რომ ვყოფილიყავი და დიაგნოსტირებაში აქტიური მონაწილეობა მიმეღო, უფრო ადრე დამიდგინდებოდა დაავადება. მე დიაგნოზი დამისვევს 27 წლის ასაკში, თუმცა ვფიქრობ, რომ 23 წლიდან მაქვს დაავადება. გაფანტული სკლეროზი მაზიანებდა მთელი ამ დროის მანძილზე და ეხლა ფეხებთან დაკავშირებული პრობლემა მაქვს, რის გამოც სირბილი არ შემიძლია.“ 

გრეისი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან

პროფილის ნახვა
დაიმახსოვრეთ: გაფანტული სკლეროზი პროგრესირებს დასაწყისიდანვე. გააღრმავეთ თქვენი ცოდნა და დროულად მიიღეთ მართვის და მკურნალობის გეგმა.1,2

დიაგნოსტირების პირველი ეტაპი ჩვეულებრივ იწყება მაშინ, როდესაც პირველ სიმპტომს შეამჩნევთ, მაგალითად მხედველობის პრობლემებს, დაბუჟებას ან კუნთების სისუსტეს.2 სიმპტომები ხშირად თავს იჩენს გაფანტული სკლეროზის შეტევების დროს, რომლებსაც გამწვავებები ეწოდება. გამწვავებას ადგილი აქვს, როდესაც სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება ან უარესდება რამოდენიმე საათის ან დღის მანძილზე და გრძელდება 24 საათზე დიდხანს. გამწვავებად ითვლება, თუ სიმპტომებს ალტერნატიული ახსნა არ აქვთ და მათ წარმოშობამდე ბოლო 30 დღის მანძილზე აშკარა გამომწვევები არ ყოფილა.5

როდესაც პირველი სიმპტომის შესახებ ექიმს შეატყობინებთ, იგი დიაგნოზის დასადგენად, ჩაგატარებინებთ რამოდენიმე გამოკვლევას და დაგიბარებთ განმეორებით გასინჯვებზე. მხოლოდ ერთი ტესტით არ დგინდება დაავადება, ხოლო ჩატარებული გამოკვლევები დამოკიდებულია თქვენი სიმპტომების ტიპზე.2,5 თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ  ქვემოთ ჩამოთვლილი ტესტებიდან რამოდენიმე ან ყველა:5

●        ნევროლოგიური გასინჯვა6

●        მრტ - მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია6

●        გამოწვეული პოტენციალები6,8

●        ლუმბალური პუნქცია6,9

●        სისხლის ანალიზი10,11

●        ოფთალმოლოგიური ტესტები (თვალისა და მხედველობის გამოკვლევა)12,13

 

თქვენმა ექიმმა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის დასადგენად რამოდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს.6

1.      სხვა შესაძლო დაავადების და მდგომარეობის გამორიცხვა  სისხლის ანალიზების საშუალებით6,10,11

2.      ნერვული უჯრედების დაზიანების დადასტურება თავისა და ზურგის ტვინის სულ მცირე ორ სხვადასხვა  ადგილზე მრტ-ს, ლუმბალური პუნქციისა და გამოწვეული პოტენციალების გამოკვლევის საშუალებით6-9

3.      გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის დადასტურება სპეციალური კრიტერიუმების შეფასების საშუალებით (მაკდონალდის კრიტერიუმები)6,14,15

აი, როგორია კონორის და გრეისის გამოცდილება დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით. 

Quote marks

“ერთ დილას გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ მარცხენა მხარე თითქმის მთლიანად პარალიზებული მაქვს. ამან არ გამიარა და ამიტომ ექიმთან წავედი. უამრავი ტესტი ჩამიტარეს -კტ, მრტ, მომათავსეს საავადმყოფოში ლუმბალური პუნქციისთვის, მაგრამ დიაგნოზი ვერ დამისვეს. ამის შემდეგ მქონდა კიდევ ორი გამწვავება. გს-ის დიაგნოზი დამიდგინდა მხოლოდ მესამე გამწვავების და განმეორებითი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. ჩემი რჩევაა დასვით ბევრი შეკითხვა და თუ საჭიროა, მოისმინეთ სხვა ექიმის აზრიც - ეს დაგეხმარებათ ზუსტი დიაგნოზის ადრეულ ეტაპზე დადგენაში.“ 

კონორი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან

პროფილის ნახვა
Quote marks

“მე დამეწყო სისუსტე ფეხებში, ამიტომ წავედი ჩემს ექიმთან - ჩამიტარდა სისხლის ანალიზები და ექიმმა მითხრა, რომ ისინი ნორმაში იყო. ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება და გადავსახლდი შვეიცარიაში, თუმცა ფეხებში სისუსტე მიგრძელდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ  ვიგრძენი მხედველობის გაორება. წავედი მრტ-ის გადასაღებად და 24 საათში მითხრეს, რომ თავის ტვინში დაზიანებები მაქვს, რომლებიც მიუთითებს გს-ზე. ჩამიტარდა დამატებით გამოკვლევები და მალე გს-ის დიაგნოზი დამიდასტურდა. მე ვფიქრობ, ჩემი საწყისი სიმპტომები უფრო ზუსტად რომ აღმეწერა, დიაგნოზს უფრო ადრე დამისვამდნენ.“ 

გრეისი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან

პროფილის ნახვა

როგორც გრეისის და კონორის შემთხვევებიც ადასტურებს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის დადასტურება დროს მოითხოვს, განსაკუთრებით დაავადების ადრეულ ეტაპზე.1 მიუხედავად იმისა, რომ დრო არის საჭირო, დიაგნოსტირების მეთოდებისა და უახლესი სამეცნიერო მიღწევების წყალობით, ამჟამად დიაგნოზი ბევრად უფრო სწრაფად დგინდება, ვიდრე წარსულში.1,7,14,15 თქვენ შეგიძლიათ დიაგნოსტირების პროცესს დაეხმაროთ თუ შეეცდებით რაც შეიძლება ზუსტად და დეტალურად აღწეროთ სიმპტომები, არ მოგერიდოთ დაუსვათ ბევრი კითხვა თქვენს მკურნალ ექიმს, ასევე მოითხოვეთ განმეორებითი გასინჯვა  და მოისმინეთ სხვა ექიმის აზრი, თუ საჭიროა.1,7

გახსოვდეთ: დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა გამოცდილება აქვს- დიაგნოზის დასადგენად თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ მხოლოდ რამოდენიმე ტესტი, ან განმეორებით მოგიწიოთ ყველა მათგანის ჩატარება. ბოლო ათწლეულის მანძილზე სადიაგნოზო ტესტები გაუმჯობესდა და პროცესი უფრო სწრაფი გახდა, რაც დაგეხმარებათ რომ უფრო მალე დაადგინოთ დაავადების არსებობა და რაც შეიძლება ადრე დაიწყოთ მკურნალობა.1,14,15

მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მკურნალ გუნდს ესაუბროთ თქვენს სიმპტომებზე. მიიღეთ აქტიური მონაწილეობა დიაგნოსტირების პროცესში, აწარმოეთ თქვენი სიმპტომების დღიური, სადაც აღწერთ მათ და ჩაწერთ თუ როდის განგივითარდათ ისინი. ეს დაეგეხმარებათ ექიმთან ვიზიტებისას მიაწოდოთ მას მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია.1

თქვენი გაფანტული სკლეროზის სრული სურათის წარმოსადგენად ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ იცვლება სიმპტომები დროთა განმავლობაში. ამიტომ, თქვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალიან დაეხმარება ნევროლოგს დიაგნოზის რაც შეიძლება სწრაფად დადგენაში.1

Quote marks

“ტომოგრაფიები და სისხლის ანალიზები ყველაფერს არ გვეუბნება, ამიტომ პაციენტების მონათხრობი ძალიან გვეხმარება კლინიკური სურათის სრულად წარმოდგენაში.“ 

ექიმი ჯეიმს ოვერელი

ექიმი ჯეიმს ოვერელი

ნევროლოგი*

Quote marks

“სიმპტომებზე საუბრისას ეცადეთ ზუსტი იყოთ. მაგალითად იმის მაგივრად, რომ თქვათ რომ ხელები გტკივათ, ჯობია დაახასიათოთ ეს შეგრძნება, მაგალითად აღნიშნოთ, რომ გაქვთ ხელებსა და თითებში გახანგრძლივებული ჩხვლეტის შეგრძნება. ეს უფრო სპეციფიური და გამოსადეგი ინფორმაციაა.“ 

გრეისი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან

პროფილის ნახვა

დიაგნოზის დადგენის შემდეგ, თქვენ უნდა გააგრძელოთ სიმპტომების მიმდინარეობაზე დაკვირვება კლინიკაში ვიზიტებს შორის. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენ და თქვენს მკურნალ გუნდს, შეაფასოთ როგორ პროგრესირებს თქვენი გაფანტული სკლეროზი და დაგეხმარებათ მკურნალობის ოპტიმალური გეგმის შემუშავებაში იმისთვის, რომ  ფიზიკური და გონებრივი აქტივობა შეინარჩუნოთ.16,17

ნახეთ რა შეიძლება იყოს გაფანტული სკლეროზის ადრეული სიმპტომები

 

*ექიმი ჯეიმს ოვერელი მოქმედი პრაქტიკოსი ნევროლოგია, რომელიც მუშაობს ევროპის ერთ-ერთ დამოუკიდებელ კლინიკაში და, ასევე, დასაქმებულია როშში  

ახლახანს გაიგე დიაგნოზის შესახებ? გაფანტული სკლეროზი განსხვავებულად ვლინდება. რატომ?

გაფანტული სკლეროზის დიაგნოსტიკისთვის არსებობს კვლევები.

გაეცანით სტატიებს და თქვენ გეცოდინებათ იმ კვლევების შესახებ, რომელიც საჭიროა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის დასადგენად.


  1. Giovannoni G, et al. Mult Scler Relat Disord. 2016;9(Suppl 1):S5–48.
  2. Brownlee WJ, et al. Lancet. 2017;389:1336–46.
  3. Kasser SL, et al. Disabil Health J. 2017;10:207e213.
  4. Powel DJH, et al. J Behav Med. 2017;40:772–83.
  5. Schumacher GA, et al. Ann N Y Acad Sci. 1965;122:552–68.
  6. Garg N, Smith TW. Brain Behav. 2015;5:e00362.
  7. Lovblad KO, et al. AJNR Am J Neuroradiol. 2010;31:983–89.
  8. Chiappa KH. Neurology. 1980;30:110–23.
  9. Engelborghs S, et al. Alzheimers Dement (Amst). 2017;8:111–126.
  10. NICE. NICE pathways: Diagnosing multiple sclerosis. https://pathways.nice.org.uk/pathways/multiple-sclerosis/diagnosing-multiple-sclerosis [accessed June 2020].
  11. Scolding N, et al. J Neurol Neurosurg Psychiatry. 2001;71:ii9–15.
  12. Kale N. Eye and brain. 2016;8 195–202.
  13. MS Trust. Visual problems. https://www.mstrust.org.uk/a-z/visual-problems [accessed June 2020].
  14. Polman CH, et al. Ann Neurol. 2011;69:292–302.
  15. Thompson AJ, et al. Lancet Neurol. 2018;17:162–73.
  16. Medina LD, et al. Mult Scler J Exp Transl Clin. 2019:5:1–11.
  17. Learmonth YC, et al. BMC Neurol. 2013;13:37.