ასაკი: 32 ქვეყანა: ირლანდია პროფესია: ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგი, ლექტორი. ჰობი: სპორტი, კერძების მომზადება, ძაღლთან თამაში, მეგობრებთან ერთად გართობა.
ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან.
მე ვარ კონორი, ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგი, ლექტორი. გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დამიდასტურდა 16 წლის ასაკში, რომელიც მესამე გამწვავების დროს დაემთხვა და მომიწია სიარულის თავიდან სწავლა.
ჩემი დიაგნოზის შემდეგ, გამიჩნდა ახალი ინტერესები, კერძოდ, ნუტრიცია. დავიწყე ნუტრიციის შესწავლა ტრინიტის კოლეჯში, დუბლინში. ვიმუშავე დუბლინისა და ვაშინგტონის ჰოსპიტალებსა და უნივერსიტეტებში, სადაც ვუწევდი კონსულტაციას გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ნუტრიციის მიმართულებით. შევქმენი ჩემი საკუთარი კომპანია, რათა დავხმარებოდი გაფანტული სკლეროზისა და სხვა (დიაბეტი, მომატებული არტერიული წნევა) დაავადებების მქონე ადამიანებს.
1. მიიღეთ ჯანსაღი კვება
კარგი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა გაფანტული სკლეროზი.
2. ივარჯიშეთ ყოველ დღე
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. ვარჯიში მეხმარება როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ასევე, მიადვილებს რელაქსაციას. აღმოვაჩინე, რომ ვარჯიში მმატებს ენერგიას.
3. შეასრულეთ შემდეგი ქმედებები, რათა უზრუნველყოთ უკეთესი ძილი ღამით
სწორი კვება, ღამით ჭამისგან თავის შეკავება და ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, მეხმარება ძილის გაუმჯობესებაში. ეს ყოველივე განაპირობებს მომდევნო დღეს ენერგიის გაზრდასა და ხასიათის გაუმჯობესებას.
4. იგრძენით თქვენი ძალა
ვარჯიში, კარგი საკვები და კარგი ძილი- მაგრძნობინებს თავს უკეთ.
5. გქონდეთ კომუნიკაცია ხალხთან
გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაცია, შესანიშნავი შესაძლებლობაა- გამოცდილების, მოსაზრებებისა და მიზნების გაზიარებისთვის.
სტატიები კონორისგან
ჩვენი ყველა გაფანტული სკლეროზის რეზისტენტი პაციენტები მზად არიან მუდმივი მახრდაჭერისა და კომუნიკაციისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციებთან, მუშაობენ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.