ქეთი

ქეთი

ბლოგერი

ასაკი: 26

ქვეყანა: ირლანდია

ჰობი: ცხობა, კითხვა, წერა, მეგობრებთან ერთად გართობა და ძაღლთან ურთიერთობა. 

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2016 წლიდან

2016 წლიდან, მრავლობითი გამწვავებებისა და სიმპტომების შემდეგ. დაავადების დიაგნოზის გაგებამდე, მცხობელი ვიყავი და ჩემი „ქაფ ქეიქებისთვის“ ჯილდოც მაქვს მოპოვებული! ცხობა კვლავ რჩება ჩემს ჰობად, თუმცა, ახლა ბლოგერი ვარ და ვწერ გაფანტული სკლეროზისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ, რაც, ასევე, ძალიან მომწონს.

მე მყავს პატარა ძაღლი (ჯეკ რასელ ტერიერი), რომლის სახელია პიტი და დღის მანძილზე სულ ჩემს გვერდითაა. პიტი შესანიშნავ პარტნიორობას მიწევს გაფანტულ სკლეროზთან ერთად ცხოვრებაში. ის გრძნობს როდის მჭირდება, მას შეუძლია ჩემი საათობით სმენა! 

ატარეთ სარჩული
დალიეთ ცივი სასმელები
სცადეთ აკუპუნქტურული მატრასი
მედიტაცია
მიხედეთ თავს

1.   ატარეთ სარჩული

მე აღმოვაჩინე, რომ ტანისამოსის სარჩულის ტარება მეხმარება ცხოვრების წესის შენარჩუნებაში. განსაკუთრებით ეს მადგება  ზაფხულში.

2.   დალიეთ ცივი სასმელები

ზაფხულში მირჩევნია ყინულიანი სასმელის დალევა. ეს მეხმარება სხეულის გრილი ტემპერატურის შენარჩუნებაში.

3.   სცადეთ აკუპუნქტურული მატრასი

მე მომწონს აკუპუნქტურულ მატრასზე წოლა 30 წუთამდე დღეში. ეს მიმსუბუქებს ტკივილს და  მირეგულირებს ძილს. მე, ასევე, რეგულარულად ვიკეთებ სხეულისა და ზურგის მასაჟს, რაც მიმსუბუქებს ტკივილსა და სტრესს. გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, აღნიშნული მეთოდების გამოყენებამდე.

4.   მედიტაცია

გონებაზე ზრუნვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხეულზე. მე რეგულარულად ვაკეთებ რეკომენდებულ მედიტაციებს. ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ ბევრი მასალის მოძიება, ასევე, აპლიკაციის ჩამოტვირთვა.

5.   მიხედეთ თავს

მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია გაფანტული სკლეროზის შესახებ დავიწყება და საკუთარი თავის მიხედვა. გარკვეულ დღეებში დავდივარ მაღაზიებში, ვსტუმრობ სალონებს, ვიკეთებ თმას, ფრჩხილებს, ვსეირნობ. 

ჩვენი ყველა გაფანტული სკლეროზის რეზისტენტი პაციენტები მზად არიან მუდმივი მახრდაჭერისა და კომუნიკაციისთვის. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა ორგანიზაციებთან, მუშაობენ დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.