გაფანტული სკლეროზი 

და ვარჯიში

გაფანტულ სკლეროზს შეუძლია შეგიზღუდოთ მოძრაობა. ერთად შევცვალოთ ეს. 

ვარჯიში დადებითად მოქმედებს ნებისმიერი ადამიანის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.1 ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების გარდა, ვარჯიში ზრდის კუნთების ტონუსს, მოქნილობას, ამუჯობესებს წონასწორობის შენარჩუნებას და ამცირებს დაღლილობას, რაც უკეთ გაგრძნობინებთ თავს.1-3

Quote marks

ეცადეთ ივარჯიშოთ ყოველდღე. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. ვარჯიში აძლიერებს ჩემს კუნთებს, მეხმარება ყურადღების გადატანაში და მამშვიდებს

კონორი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან

პროფილის ნახვა
Quote marks

ყოველთვის, როცა ვვარჯიშობ, ვგრძნობ, რომ ჩემს გაფანტულ სკლეროზს ვამარცხებ! როდესაც ვხურდები და ახალ რეკორდს ვამყარებ, ვგრძნობ, რომ კონტროლს ვიბრუნებ და კიდევ ერთი ბრძოლა მოვიგე.

მაიკი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2014 წლიდან

პროფილის ნახვა

იყავი უფრო აქტიური…

ვარჯიში, აუმჯობესებს წონასწორობას, გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებში -  გაეცანით გვერდს წონასწორობის ვარჯიშებზე.

გაეცანით გაფანტული სკლეროზის ვარჯიშის პროგრამის გვერდს

ზოგჯერ, ვარჯიშის სურვილი შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ. შესაძლოა, იმასაც ფიქრობდეთ, რომ ვარჯიში თქვენს მდგომარეობას გააუარესებს. სინამდვილეში დადასტურებულია, რომ ფიზიკური აქტივობა და სუნთქვითი ვარჯიშები აუმჯობესებს გს-ის სიმპტომებს, მათ შორის - კუნთების სპაზმს, კუნთების სისუსტეს, დაღლილობას, წონასწორობას და ზოგად მდგომარეობას.2,3-5

როგორ იმოქმედა ვარჯიშმა მაიკის სიმპტომებზე?

მაიკი სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდა, როდესაც იგრძნო, რომ სხეულის მარჯვენა ნახევარს ვეღარ აკონტროლებდა. მოგვიანებით მან გაიგო, რომ ეს მისი გაფანტული სკლეროზის პირველი გამწვავება იყო. 

ნევროლოგის დახმარებით, ვარჯიშების შესაფერისი გეგმის შედგენით და სპორტულ დარბაზში ვარჯიშით, მან შეძლო გამწვავებამდე არსებული ფიზიკური მომზადების დონის დაუბრუნდა.

Quote marks

ჩემი პირველი გამწვავებისას არ ვიცოდი, რომ გაფანტული სკლეროზი მჭირდა. ამიტომ ვცადე გამეგრძელებინა ვარჯიში ისე, რომ სხეულის მარჯვენა ნახევარს ვერ ვაკონტროლებდი!

მაიკი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2014 წლიდან

პროფილის ნახვა
Quote marks

საკმაოდ დიდი ძალისხმევაა საჭირო, შედეგების მისაღწევად - განსაკუთრებით, თუ გამწვავების ეპიზოდს ჰქონდა ადგილი - მაგრამ გახსოვდეთ, არ მიატოვოთ ვარჯიში და ძალისხმევა, მიღწეული შედეგი ამად ღირს!

მაიკი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2014 წლიდან

პროფილის ნახვა

ფიზიკური თერაპია მოიცავს ვარჯიშს, რეაბილიტაციას და ფიზიოთერაპიას. ეს თქვენი გს-ის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია.3 ფიზიკური თერაპია მორგებული უნდა იყოს თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებზე იმის მიხედვით, ახლად დიაგნოსტირებული ხართ, ცოტა ხნის წინ გამწვავება გქონდათ თუ, უკვე ცხოვრობთ გს-ით.3

ფიზიკური თერაპია მოიცავს ვარჯიშის პროგრამებს და ტრეინინგს იმისთვის, რომ დაგეხმაროთ წონასწორობის და მოძრაობის უნარის გაუმჯობესებაში.6-8 ასევე, ვარჯიში დაგეხმარებათ უკეთ გაართვათ თავი ყოველდღიურ საჭიროებებს.6,7]

ფიზიკური თერაპია შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:8

გაჭიმვები და მოძრაობები, რომლებიც ამსუბუქებს კუნთების სპაზმს და ამაგრებს კუნთებს8

·ვარჯიშები, რომლებიც გაგიუმჯობესებენ მოძრაობას, როგორიცაა ხელების და ფეხების მოხრა და გაშლა8

·ხრიკები წაქცევის თავიდან ასაცილებლად8

·დაღლილობის დროს ენერგიის დაზოგვის გზები8

სანამ ფიზიკურ თერაპიას დაიწყებთ, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს, რათა დარწმუნდეთ, რომ ვარჯიშები და რჩევები შეესატყვისება თქვენს სპეციფიურ საჭიროებებს.

ფიზიკური თერაპიის გარდა, არსებობს ბევრი სხვა სარეაბილიტაციო სტრატეგია, როგორიცაა მეტყველების თერაპია და ოკუპაციური თერაპია, იმისთვის, რომ დაგეხმაროთ უკეთ იგრძნოთ თავი და გააუმჯობესოთ თქვენი ფუნქციები.6

რეაბილიტაციის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი, თუ ეწვევით შემდეგ ვებ-გვერდებს:

·        The National MS Society -ის რეაბილიტაციის ტიპების მიმოხილვა          იხილეთ აქ

·        The MS Society of Canada -ის გს-ის რეაბილიტაციის გვერდი                      იხილეთ აქ

თუ თქვენ გაქვთ მოძრაობის ან წონასწორობის პრობლემები, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ გუნდს, მათი გაუმჯობესების საშუალების შესახებ. თქვენ ერთად უნდა შეადგინოთ პერსონალური რეაბილიტაციის გეგმა, რაც დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით იაროთ. 

სანამ დაიწყებთ ვარჯიშს, ან გაზრდით ფიზიკური აქტივობის დონეს, გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ გუნდს, რათა დარწმუნდეთ, რომ სავარჯიშო პროგრამა თქვენთვის შესაფერისია. ისინი გირჩევენ რა ტიპის ვარჯიშებია თქვენთვის უკეთესი, თქვენი ცხოვრების წესიდან, მიზნებიდან და სიმპტომებიდან გამომდინარე.8

უსაფრთხო და ეფექტური ვარჯიშისთვის დაიმახსოვრეთ შემდეგი წესები:8-10

  • აირჩიეთ სავარჯიშო დარბაზი, რომელშიც არის თქვენს საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და გააფრთხილეთ პერსონალი, რომ გაქვთ გს, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დახმარების გაწევა შეძლონ.
  • გაითვალისწინეთ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარი და არ გადაიტვირთოთ
  •  წინასწარ ყოველთვის გახურდით და ივარჯიშეთ ნელა
  • ვარჯიშებს შორის შეისვენეთ
  •  აირჩიეთ ადგილი, სადაც საკმარისი სივრცეა, რათა უსაფრთხოდ ივარჯიშოთ და მოაშორეთ  წაქცევის საფრთხის შემცველი ყველა ნივთი!

ეცადეთ ძალიან არ გახურდეთ, რადგან ამან შეიძლება სიმპტომების გაუარესება გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში უსაფრთხოა და რეკომენდებულია გს-ის მქონე ადამიანთა უმეტესობისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში, სხეულის ტემპერატურის მომატებამ შეიძლება ბიძგი მისცეს სიმპტომების დროებით გაუარესებას.10 ეს უნდა იცოდეთ, თუმცა ხელი არ შეგიშალოთ იმაში, რომ ივარჯიშოთ და კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოთ. ქვემოთ მოყვანილია მეთოდები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ ვარჯიშისას  არ გადახურდეთ:10

  •  ივარჯიშეთ ოთახში, სადაც არის ჰაერის კონდიცირების სისტემა
  • ჩაიცვით მსუბუქი ტანსაცმელი, რომელიც კარგად ატარებს ჰაერს -  შეგიძლიათ სცადოთ სპეციალური გამაგრილებელი ქამარი
  • რეგულარულად დალიეთ ცივი სასმელი
  •  იცურავეთ გრილ აუზში ან გადაივლეთ ცივი შხაპი (კარგი იქნება თავის დაზღვევის და უსაფრთხოების მიზნით, აუზის პერსონალს უთხრათ, რომ გს გაქვთ, რათა მათ ყურადღება მოგაქციონ და საჭიროებისას დახმარება გაგიწიონ)
  • თუ ღია ცის ქვეშ ვარჯიშობთ, გააკეთეთ ეს დილით ადრე ან საღამოს, როდესაც უფრო გრილა, ან ჩრდილში. 

Quote marks

მე მუდმივად მცხელა. ხშირად მაცვია მოკლე შარვალი, ზამთარშიც კი. აღმოვაჩინე, რომ გრილი შხაპი და ცივი სასმელები მშველის.

კონორი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2003 წლიდან

პროფილის ნახვა
Quote marks

მე ვამჯობინებ ტანსაცმლის რამოდენიმე ფენა მეცვას, რადგან შემიძლია გავიხადო ერთ-ერთი ფენა, ან ჩავიცვა, როდესაც მცხელა ან მცივა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზაფხულში.

ქეთი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2016 წლიდან

პროფილის ნახვა

მთავარია დაიწყეთ
ჩართეთ თქვენი ტვინი
იყავით აქტიური ყოველდღიურ ცხოვრებაში
სცადეთ სპორტის ახალი სახეობა (და ახალი ურთიერთობაც!)

ჩვენ ვესაუბრეთ მაიკს, რომ გაგვერკვია  რა გამოცდილება აქვს მას  ვარჯიშთან დაკავშირებით და როგორ ეხმარება ვარჯიში, რომ უკეთ აკონტროლოს თავისი ცხოვრება.

1. მთავარია დაიწყეთ!

“ჩემი მთავარი რჩევა ვარჯიშთან დაკავშირებით არის, ვარჯიშის დაწყება. შეიძლება თქვენი პირველი ვარჯიშის გამოცდილება არ იყოს საუკეთესო, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, როგორც კი დაინახავთ შედეგებს და იგრძნობთ ენერგიას მატებას, რაც ვარჯიშს მოაქვს, უკვე ვეღარ გაჩერდებით!“

 

2. "ჩართეთ თქვენი ტვინი"

“გარდა დარბაზში ვარჯიშისა, ასევე, საჭიროა ტვინის ვარჯიში. ჩემმა ნევროლოგმა მირჩია სპეციალური სავარჯიშოები ტვინის მარჯვენა ნახევრის ტრენინგისთვის, მაგალითად ყოველდღიურად რამოდენიმე საათის მანძილზე მარცხენა ხელით რაღაცეების კეთება (მე მემარჯვენე ვარ, ამიტომ ეს ჩემთვის გამოწვევაა).“

 

3. იყავით აქტიური ყოველდღიურ ცხოვრებაში

“არ არის აუცილებელი დარბაზში წახვიდეთ იმისთვის, რომ სხეული ავარჯიშოთ. მე, ასევე, მომწონს ყოველდღიური აქტივობა, მაგალითად, თუ მაქვს არჩევანი ლიფტსა და კიბეს შორის, მე კიბეს ვირჩევ. ეს ფიზიკურად კარგ ფორმაში მამყოფებს და წარმატების მიღწევის შეგრძნებას მაძლევს.“

 

4. სცადეთ სპორტის ახალი სახეობა (და ახალი ურთიერთობაც!)

“ზაფხულში მეგობრებთან ერთად კალათბურთს ვთამაშობ, რაც მართობს, რადგან ეს არა მხოლოდ ვარჯიში, არამედ ურთიერთობაც არის და ერთიანობის გრძნობას აღვივებს.“

 

Quote marks

მაიკი

მაიკი

ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2014 წლიდან

პროფილის ნახვა
გამოიყენეთ მაიკის რჩევები.

გაფანტულ სკლეროზს შეუძლია თქვენს ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა, მაგრამ არ უნდა მისცეთ მისი შეცვლის უფლება.

გინდათ გაიგოთ მეტი გაფანტული სკლეროზის შესახებ?

სტატიებში წაიკითხავთ უახლეს ინფორმაციას დაავადების შესახებ.


გს და ვარჯიში | MS Resistance

სავარჯიშო პროგრამები

ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი

ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი ცხოვრების წესი

გაფანტული სკლეროზი (გს) და მენტალური ჯანმრთელობა:შფოთვა, დეპრესია

მენტალური ჯანმრთელობა

წაიკითხეთ სტატიები ვარჯიშზე


წონასწორობის ვარჯიშები გს-ს დრის (გს)

წონასწორობა

ვარჯიშის გეგმები გაფანტული სკლეროზის დროს (გს)

პროგრამები და გეგმები

  1. Halabchi F, et al. BMC Neurol. 2017;17:185.
  2. Motl RW, et al. Lancet Neurol. 2017;16:848–56.
  3. Döring A, et al. EPMA J. 2012;3:2.
  4. Dalgas U, et al. Mult Scler. 2008;14:35–53.
  5. Gallien P, et al.  Ann Readapt Med Phys. 2007;373–6.
  6. National MS Society. Rehabilitation. https://www.nationalmssociety.org/Treating-MS/Rehabilitation#section-1 [accessed May 2020].
  7. MS Society of Canada. Rehabilitation. https://mssociety.ca/managing-ms/living-with-ms/ms-care/rehabilitation-in-ms [accessed May 2020].
  8. Web MD. Multiple sclerosis and exercise. https://www.webmd.com/multiple-sclerosis/multiple-sclerosis-exercise#1 [accessed April 2020].
  9. MS Society. Moving more with MS. https://www.mssociety.org.uk/care-and-support/everyday-living/staying-active/simple-exercises-for-ms [accessed May 2020].
  10. National MS Society. Heat and temperature sensitivity. https://www.nationalmssociety.org/Living-Well-With-MS/Diet-Exercise-Healthy-Behaviors/Heat-Temperature-Sensitivity [accessed May 2020].