გაფანტული სკლეროზის სიმპტომები და ადრეული ნიშნები



false
გაფანტული სკლეროზის სიმპტომები განსხვავდება.
ყველა ადამიანი განსხვავებულია, თქვენი გაფანტული სკლეროზი და მისი სიმპტომები იქნება უნიკალური თქვენთვის.1-3
გაფანტული სკლეროზი დასაწყისიდანვე პროგრესირებს, დაავადება აზიანებს ნერვულ უჯრედებს, რომლებიც მდებარეობს თქვენს თავისა და ზურგის ტვინში. პროცესი მიმდინარეობს მიუხედავადა იმისა, ამჩნევთ თუ არა სიმპტომებს.1-3 ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ჩაინიშნოთ, ჩაიწეროთ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც ამჩნევთ თქვენს სხეულს, ან გრძნობთ და შეატყობინოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ცვლილებების ჩაწერა და შეტყობინება გეხმარებათ თვალი ადევნოთ, თუ როგორ ვითარდება თქვენი დაავადება. ეს დაგეხმარებათ სწორად და დროულად შეარჩიოთ თქვენი გაფანტული სკლეროზის მკურნალობა, რათა შეანელოთ/შაჩეროთ დაავადების პროგრესირება.1-4
როდის, სად და რამდენად ხშირად შეგაწუხებთ სიმპტომები, დამოკიდებულია იმაზე, თუ თავისა და ზურგის ტვინის რომელი უბანი დაზიანდა. გაფანტული სკლეროზის ფორმას განსაზღვრავს, თუ როგორ აღმოცენდება (ქრება) სიმპტომი დროში, მაგრამ გახსოვდეთ დაავადება არის ერთი. წაიკითხეთ გაფანტული სკლეროზის ტიპები.1
გაფანტული სკლერიზის ადრეული ნიშნები და სიმპტომები
გაფანტული სკელროზის ადრეული სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი და შეიძლება სრულად ალაგდეს. მაგრამ ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების შეტყობინება მნიშვნელოვანია, რადგან ის დაეხმარება თქვენს ექიმს დროულად მოხდეს ინიციალური დიაგნოზის
დადასტურება და დაავადების მიმდინარეობის შეფასება.
- სენსორული პრობლემები - დაბუჟება, ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება. ადამიანების 40% ვინც ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად, უჩივის აღნიშნულ სიმპტომებს კლინიკაში პირველი ვიზიტის დროს.
- მოტორული პრობლემები, ან მოძრაობის შეზღუდვა - კუნთების სისუსტე, რიგიდობა, სიარულის შეზღუდვა. ადამიანების 39%-ს ვინც ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად, აწუხებს მოტორული პრობლემები, კლინიკაში პირველი ვიზიტისას.
- მხედველობითი პრობლემები - მხედველობის სხვადასხვა დარღვევები, მხედველობის დაკარგვა, ბუნდოვანი მხედველობა, გაორება. ადამიანების 30% -ს აწუხებს მხედველობითი პრობლემები, პირველი ვიზიტისას.
- დაღლილობა (სისუსტე) - ფიზიკური ან მენტალური ენერგიის ნაკლებობა, რაც აისახება დაღლილობასა და გამოფიტვაში და გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ადამიანების 30%-ს, ვინც ცხოვრობს გაფატულ სკლეროზთან ერთად, აწუხებს დაღლილობა პირველი ვიზიტისას.
- კოგნიტური დარღვევები - ბევრ ადამიანს, შესაძლოა აწუხებდეს აზროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები (დაბნეულობა, მეხსიერებასთან და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული სირთულეები, სამსახურში/სასწავლებელში წარმოდგენილი დაბალი შედეგები) ხშირად რთულია იმის თქმა, ეს გაფანტულ სკლეროზთან არის თუ არა კავშირში, ამიტომ ადამიანები აღნიშნულ სიმპტომებს არ ატყობინებენ ჯანდაცვის სპეციალისტებს.
ჩემი პირველი სიმპტომი იყო სისუსტე ფეხებში. მას არ ვაქცევდი ყურადღებას, სანამ არ შევამჩნიე მხედველობის გაორება, რამაც მიმიყვანა დიაგნოზამდე.
ჩემი პირველი სიმპტომი იყო დაბუჟება, რომელიც დაიწყო ფეხის თითებიდან. რამოდენიმე დღის შემდეგ სიმპტომი გავრცელდა ორივე ფეხში და ერთი თვის განმავლობაში წელს ქვემოთ ვგრძნობდი დაბუჟებას.
ადრეული სიმპტომების უმრავლესობა ჩნდება და ქრება, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი ჩაწერა და დროულად შეტყობინება, რათა თქვენმა ექიმმმა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და შეგირჩიოთ სწორი მკურნალობა.
შეამჩნიეთ შეუმჩნეველი
გაფანტული სკლეროზის სიმპტომები, როგორიცაა კუნთების სპაზმი, სიარულის შეფერხება და მეტყველების პრობლემები, მარტივად შესამჩნევია და, ასევე, საკმოად მარტივია მისი მონიტორირება (ე.წ. „შესამჩნევი სიმპტომები“). თუმცა, სიმპტომები, რომელთა შემჩნევა უფრო რთულია (დაღლილობა, დეპრესია, მეხსიერებასთან და აზროვნებასთან დაკავშირებული შეფერხებები), ასევე, ხშირია გაფანტული სკლეროზის მიმდინარეობისას („შეუმჩნეველი სიმპტომები“).
ხშირად, ასეთი სიმტპომების შემჩნევა რთულია, რადგან მათი კავშირი გაფანტულ სკლეროზთან ბუნდოვანია. როდესაც თქვენი პირველი სიმპტომები „შეუმჩნეველია“, ისინი შესაძლოა წლები გაგრძელდეს დაავადების პროგრესირებასთან ერთად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი მცირე ცვლილების ჩაწერა და ჯანდაცვის სპეციალისტისთვის შეტყობინება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ სიმპტომები არ არის კავშირში გაფანტულ სკლეროზთან.
გაფანტული სკლეროზის „შესამჩნევი“ და „შეუმჩნეველი“ სიმპტომები
სხვა ადამიანებთან „შეუმჩნეველ“ სიმპტომებზე საუბარი
„შეუმჩნეველ“ სიმპტომებზე საუბარი და ახსნა არ არის მარტივი. თუმცა, თუ თქვენ ზედმიწევნით აუხსნით თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტებს თუ რას გრძნობთ, ეს დაგეხმარებათ მიიღოთ თქვენი დაავადებისთვის შერჩეული მკურნალობა და დახმარება.
ზოგიერთ შემთხვევაში, ეს, ასევე, დაგეხმარებათ აუხსნათ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და კოლეგებს, რათა მიახვედროთ როგორია თქვენი ცხოვრება გაფანტულ სკლეროზთან ერთად.
რა არის გაფანტული სკლეროზის პროგრესირების ნიშნები?
ადამიანების უმრავლესობას არ აქვს დადასტურებული გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი, ვიდრე თვალსაჩინო სიმპტომები არ გამოუვლინდება. ეს ნიშნავს, რომ პროგრესირება მიმდინარეობს შეუმჩნევლად.
გაფანტული სკლეროზი დამიდგინდა 27 წლის ასაკში, თუმცა, ვფიქრობ დაავადება მაქვს 23 წლიდან, როდესაც პირველად შევამჩნიე სიმპტომები. დაავადება პროგრესირებდა ამ ხნის განმავლობაში და ახლა მაქვს მოძრაობის შეზღუდვა (ვეღარ დავრბივარ). ჩემი რჩევა იქნება, პირველივე ნიშანს ან სიმპტომს მიუდექით სერიოზულად. ეს დაგეხმარებათ პროგრესირების შენელებაში და შეამცირებს გაფანტული სკლეროზით გამოწვეულ დაზიანებას.
გაფანტული სკელროზის სიმპტომები ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და, შესაძლოა, შეუმჩნეველი დარჩეს წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, თუ როდის და როგორ ჩნდება სიმპტომები, გაფანტული სკლეროზი მუდმივად პროგრესირებს. რამდენად სწრაფად მიმდინარეობს პროგრესირება, ეს ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და, შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში, წლებიც კი გაგრძელდეს უსიმპტომოდ. როგორც კი შეამჩნევთ ნებისმიერ ცვლილებას თქვენს სხეულში, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, რამდენადაც შეუსაბამო არ უნდა გეჩვენებოდეთ. სხვა კლინიკურ კვლევებთან ერთად (მრტ), ეს დაეხმარება ჯანდაცვის სპეციალისტებს გაფანტული სკლეროზის პროგრესირების შეფასებაში.
მიუხედავად იმისა, რომ გაფანტული სკლეროზის სიმპტომები ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთის, ზოგიერთი მათგანი მეტად არის გავრცელებული. ცხრილში ჩამოთვლილია გაფანტული სკლეროზის მეტად გავრცელებული სიმპტომები.
გახსოვდეთ, მიუხედავად მრავლობითი სიმპტომებისა, მათი უმეტესობა ჩნდება და ქრება. და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა მათგანი გექნებათ ერთდროულად. ასევე, არსებობს სიმპტომების ეფექტურად მართვის გზები.
გადადით ლინკზე, რათა გაიგოთ მეტი გაფანტული სკლეროზის სიმპტომებისა და მათი მართვის შესახებ
გაფანტული სკლეროზის სიმპტომი | რას შეიძლება გრძნობდეთ |
მეტყველების დარღვევა | შესაძლებელია თქვენი მეტყველება შენელდეს, გაჩნდეს პაუზები, გახდეს უფრო მშვიდი და სუსტი. |
მხედველობითი დარღვევები | თქვენი მხედველობა შესაძლებელია იყოს ბუნდოვანი ან გაწუხებდეთ გაორება, თვალის ტკივილი ან სხვა მხედველობის დარღვევები. ზოგიერთი ადამიანი მხედველობის დროებით დაკარგვასაც კი უჩივის. |
თქვენ, შესაძლოა გრძნობდეთ გადაღლას ან უჩიოდეთ ენერგიის ნაკლებობას. | |
შესაძლოა შეგაწუხოთ მწვავე, მჩხვლეტავმა ან სხვა სახის ტკივილმა თქვენი სხეულის სხვადასხვა ადგილას. ტკივილი შესაძლოა გაგრძელდეს დიდხანს, ან აღმოცენდეს და მალევე გაქრეს. | |
თქვენ შესაძლოა დაგეხვეთ თავბრუ ან ოთახი დატრიალდეს თქვენს გარშემო | |
თქვენ, შესაძლოა იგრძნოთ თავი არამყარად ან მოუხერხებლად. | |
შესაძლოა იგრძნოთ მოულოდნელი კუნთების ტკივილი და რიგიდობა. | |
თქვენი მეხსიერება შესაძლოა გაუარესდეს და გარკვეული შეფერხება განიცადოთ გადაწყვეტილების მიღებისას. შეიძლება გაგიჭირდეთ ყურადღების კონცენტრაცია. | |
ყლაპვის გაძნელება | თქვენ შეიძლება გაგიძნელდეთ ყლაპვა, გაგიჩნდეთ „ყელში გაჩხერვის“ შეგრძნება, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ხველა. |
გაფანტული სკლეროზის „ჩახუტება“ | შესაძლოა იგრძნოთ მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. |
ტრემორი | შესაძლოა იგრძნოთ კანკალი თქვენს ხელებში, ან სხეულის სხვა ნაწილებში. |
სექსუალური პრობლემები | თქვენ შესაძლოა დაკარგოთ სექსუალური ცხოვრების სურვილი, ასევე, განიცადოთ ერექციის დისფუნქცია, ვაგინალური სიმშრალე ან ორგაზმის მიღწევის სირთულე. |
შესაძლოა იგრძნოთ ხასიათის ცვლილებები ან შეამჩნიოთ ცვლილებები თქვენს ქცევასა და პერსონაშიც კი. | |
ნაწლავისმიერი პრობლემები | თქვენი ნაწლავის პერისტალტიკა (მოძრაობა) შესაძლოა შეიცვალოს და შეგაწუხოთ ყაბზობამ (შეკრულობამ) ან დიარეამ (ფაღარათი). |
დაბუჟებისა და ჩხვლეტის შეგრძნება | თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში შესაძლოა გრძნობდეთ დაბუჟებას, ნემსების ჩხვლეტას, რომელიც ძირითადად ჩნდება ხელებსა და ფეხებში. ეს შეგრძნებები შეიძლება გაგრძელდეს, ან მალევე გაქრეს. |
შარდის ბუშტის პრობლემები | შესაძლოა იგრძნოთ შარდის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები (გინდათ მოშარდვა და ვერ შარდავთ) ან შარდვის გახშირება. ზოგიერთ ადამიანს აწუხებს უნებლიე შარდვა. გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები მეტად არის მიდრეკილნი საშარდე სისტემის ინფექციებისადმი. |
ჰიპერმგრძნობელობა | თქვენ, ასევე, შესაძლოა იგრძნოთ მომატებული ტკივილი ან დისკომფორტი სინათლის ან სითბოსმიერი გამაღიზინებლების მიმართ. |
სხვადასხვა ადამიანში გაფანტული სკლეროზი განსხვავებული სიმპტომებით გამოვლინდება. ჩვენ ვთხოვეთ პაციენტებს, რომლებიც ცხოვრობენ გაფანტული სკლეროზით, დაახასიათონ თავიანთი სიმპტომები.
როდესაც არ განვიცდი გამწვავებას, ჩვეულებრივ მაწუხებს: დეპრესია, დაბუჟება და ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ორივე ფეხში, ტკივილი, დაღლილობა, თავის ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა სითბოსა და სიცივის მიმართ
ჩემი დიაგნოზის დადასტურებიდან ერთი წლის შემდეგ, დავკარგე მგრძნობელობა მარჯვენა ფეხში, რაც გაგრძელდა ერთი კვირა. მას შემდეგ არ მქონია სხვა სიმპტომი.
თუ გაწუხებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს. ეს დაეხმარება მას, შეისწავლოს როგორ პროგრესირებს
თქვენი დაავადება და შეგირჩიოს მკურნალობის
სწორი სტრატეგია.
მნიშვნელოვანია, თქვენმა მკურნალმა ექიმმა იცოდეს თქვენი სიმპტომების შესახებ, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის კავშირში გაფანტულ სკლეროზთან. ყველა სიმპტომი არ არის კავშირში თქვენს დაავადებასთან, მაგრამ რაც მეტად დეტალურ ინფორმაციას მიაწვდით მას, თქვენზე მორგებული მკურნალობის შერჩევის მეტი შესაძლებლობა იქნება .
მე ვუყვები დედას ჩემი სიმპტომების შესახებ, ვიწერ კალენდარში და ჩემს ჟურნალში. ვიწერ ცვლილებებს და მათ ხანგრძლივობებს.
თქვენი სიმპტომების შესახებ ინფორმაცია დაეხმარება თქვენს ნევროლოგს, სწორად შეაფასოს, თუ როგორ პროგრესირებს თქვენი გაფანტული სკლეროზი. ის, ასევე, დაეხმარება შეგირჩიოთ და მოგარგოთ თქვენი დაავადების საუკეთესო მკურნალობა. სიმპტომების ჩაწერა, ასევე, დაგეხმარებათ თქვენ, შეაფასოთ რას აქვს შედეგი და რას არა, თქვენი სიმპტომების მართვისას. ჩანაწერის გაკეთება გაგიმარტივებთ მდგომარეობას.
თითოეული ადამიანის გაფანტული სკლეროზი უნიკალურია და სიმპტომები განსხვავებული. გაესაუბრეთ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტებს, რათა გადაწყვიტოთ მკურნალობის როგორ სტრატეგიას ექნება საუკეთესო შედეგი, თქვენი გაფანტული სკლეროზის მართვისთვის.
როდესაც საქმე ეხება თქვენი გაფანტული სკლეროზის სიმპტომებს, გახსოვდეთ:
- თითოეული ადამიანი განსხვავებულია და თქვენი გაფანტული სკლეროზი იქნება უნიკალური
- დაავადების უამრავი სიმპტომი არის აღწერილი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ შეგაწუხებთ ყველა ერთად, ასევე, სიმპტომების უმრავლესობა ჩნდება და ქრება.
- გაფანტული სკლეროზი მუდმივად პროგრესირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი სიმპტომები უხილავია.
თვალი ადევნეთ თქვენს სიმპტომებს და მოუყევით თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს, რაც დაეხმარება თქვენი გაფანტული სკლეროზის სწორი მართვის გეგმის შემუშავებაში.