ასაკი: 31
ქვეყანა: შვეიცარია (წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან)
პროფესია: მსახიობი, მომღერალი
ჰობი: იოგა, მოგზაურობა.
ცხოვრობს გაფანტულ სკლეროზთან ერთად 2017 წლიდან
1. დაუმაგრეთ თქვენს ტელეფონს სამაგრი
სამაგრის საშუალებით ტელეფონის დაჭერა უფრო მარტივია, მისი დახმარებით აღარ მივარდება ხელიდან.
2. მოახდინეთ სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს ადაპტირება თქვენი გაფანტული სკლეროზის მიხედვით
ღამის განმავლობაში, ხშირად მჭირდება საპირფარეშოში გასვლა. ბალანსის დარღვევის გამო, მიჭირს სიბნელეში გზის გაგნება. საწოლის თავთან დავამატე ჩამრთველი, რომლითაც ინთება შუქი და ამან ძალიან გამიმარტივა ცხოვრება.
3. იცოდეთ თქვენი ლიმიტი და იზრუნეთ საკუთარ თავზე
თუ მეგობრებთან ერთად ვერთობი და ვიგრძენი, რომ ფეხები აღარ მემორჩილება, ვიცი, რომ უნდა ჩამოვჯდე და დავისვენო. არასოდეს მოგერიდოთ და პირველ რიგში იფიქრეთ საკუთარ თავზე.
4. სადაც არ უნდა წახვიდეთ, პირველ რიგში გაიგეთ საპირფარეშოს ადგილმდებარეობა
საპირფარეშოს ადგილმდებარეობის ცოდნა, გაგრძნობინებთ თავს მშვიდად.
5. დაუკავშირდით გაფანტულ სკლეროზთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს
ჩვენ ერთ ნავში ვზივართ და ყველაზე უკეთ გვესმის ერთამანეთის.