ისტორიულად არსებობს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ორი მიდგომა:
1. „საფეხურეობრივი“ (ესკალაციური) მიდგომა. შესაძლო გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია მკურნალობა დაიწყოს მსუბუქი საშუალებით და გაფანტული სკლეროზის პროგრესირების შემთხვევაში, უფრო მძლავრ მკურნალობაზე გადასვლა.
2. მკურნალობის დაწყება მაღალ-ეფექტური მედიკამენტებით. აღნიშნული მიდგომით მკურნალობის დაწყება ანელებს პროგრესირებას, იცავს თავისა და ზურგის ტვინს დაზიანებისგან და გაფანტული სკლეროზის მართვის შესაძლებლობას იძლევა დაავადების ადრეული ეტაპიდან.
„მე ვირჩევ მძლავრ მკურნალობას, რათა მეტად ეფექტურად შევებრძოლო ჩემს გაფანტულ სკლეროზს. მე ძალიან გავნაწყენდებოდი, თუკი გავიგებდი რომ ჩემი დაავადება პროგრესირებს და ამ დროს არსებობდა უფრო ეფექტური საშუალება“
ბოლო კვლევებითა და მიდგომით, მკურნალობის დაწყება უფრო მძლავრი პრეპარატებით, მეტად ეფექტურად ანელებს პროგრესირებას. რა თქმა უნდა, მკურნალობის შერჩევისას, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, მათ შორის გვერდითი მოვლენები, წამლის მიღების ფორმა და სიხშირე.
გაესაუბრეთ თქვენს მკურნალ ექიმს შესაძლო მკურნალობის შესახებ, რათა შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო სტრატეგია
გაეცანით რჩევებს, როგორ მართოთ გაფანტული სკლეროზი, რათა შეძლოთ თქვენი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება.
მიიღეთ ინფორმაცია, რათა დაავადების მკურნალობის შესახებ უკეთ მიიღოთ გადაწყვეტილება